"პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლის, გიორგი ლომაიას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება პატივისცემას იმსახურებს.
"ვაფასებთ რუსეთის პოზიციას, რომელიც არ აჰყვა ამ პროვოკაციებს. პატივისცემას იმსახურებს რუსეთის პრეზიდენტის აწონილი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. მე ვიტყოდი - ეს არის დიდი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება. საქართველოს მოქალაქეები პატივისცემით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკოსებს, უარი თქვან დესტრუქციულ ქმედებებზე, რომლებიც დარტყმისა და საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა რუსეთის დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას "პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა, გიორგი ლომიამ.
გუშინ, "პატრიოტთა ალიანსის" წევრებმა რუსეთის სახელმწიფო დუმაში შეხვედრები გამართეს.