ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთის ეკონომიკას განადგურებით ემუქრება, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტს.
"ქურთების გადადგურების შემთხვევაში მე თურქეთის ეკონომიკას გავანადგურებ. ვიმედოვნებ, რომ თურქეთის ხელისუფლება რაციონალურად იმოქმედებს",- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
თურქეთის შეირაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყეს.აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საკუთარი ტვიტერის საშუალებით განაცხადა. ოპერაციის დასახელებაა - „მშვიდობის წყარო“.
ოპერაციის მიზანია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.
სირიის სასაზღვრო რეგიონების დაბომბვის შედეგად, ამ დროისთვის ხუთი მშვიდობიანი მოქალაქე და სამი სამხედრო მოსამსახურეა დაიღუპული, ათობით ადამიანი კი დაშავებული.