პანკისში, ავარიის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაშავდა.
შემთხვევა სოფელ საკობიანოში მოხდა.
ქვეითად მოსიარულე ელიზბარ ბორჩაშვილს მსუბუქი ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როცა ის , ქუშანაშვილებთან გაჩენილი ხანძრის ადგილიდან უკან ბრუნდებოდა.
ავტომობილი ამის შემდეგ ელექტრობოძს დაეჯახა, რის შედეგადაც სოფლის ერთ ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა.
დეპუტატი მიღებული დაზიანებებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.