რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსული პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე ტექნიკის, მათ შორის სმარტფონებისა და კომპიუტერის გაყიდვას კრძალავას. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
დოკუმენტის თანახმად, მოწყობილობებზე აუცილებელია რუსული სოფტის დაყენება, აგრეთვე იმ პროგრამების, რომელსაც მომავალში მთავრობა დაადგენს, კანონი 2020 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
ნოემბერში ეს კანონპროექტი რუსეთის დუმამ დაამტკიცა. ინიციატივის ავტორების განმარტებით, ეს უცხოური კომპანიების მხრიდან ბოროტად სარგებლობის რაოდენობას შეამცირებს.