რეგიონები
ზუგდიდის 67-ე საოლქო სააჩევნო კომისიის შენობაში ხმაურია. "გაერთიანებული ოპოზიცია" საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხის მიერ სამაგიდო სიებისა და ბეჭდების უბნებზე აჩევნებიდან ხუთი დღით ადრე დარიგებს აპროტესტებს.
22:47 / 14.05.2019
 
სოფელ ჩუმლაყში გურჯაანის მერის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ზაზა რუაძეს თანასოფლელებმა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, შესრულებული სამუშაო დაუწუნეს, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა.
19:56 / 14.05.2019
 
"შორს ზუგდიდიდან იდიოტკა", "ანაკლია თუ მაიამი", ,,სანდრა ფლორიდის გუბერნატორად", ,,არცერთი ბინა დევნილებს, მიშას ვილა ფლორიდაში"
21:32 / 12.05.2019
 
ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, სოფელ ცხრამუხასთან ავარია მოხდა, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საქორწინო ექსკორტის ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
19:06 / 11.05.2019
 
წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმამ კახეთში პრობლემები შექმნა. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ალაზანი მიედინება.
12:05 / 11.05.2019
 
თუშეთის გზა მაისში ვეღარ გაიხსნება მონაკვეთის გახსნის პერიოდი გადავადდა. კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სოფელ ლეჩურში, თუშეთისკენ მიმავალი გზა ადიდებულმა მდინარე სტორმა ფაქტიურად სრულად წაიღო. მისივე განმარტებით, გარკვეული მონკვეთები წყლით არის დაფარული და ჩამოწოლილია მეწყერი.
21:18 / 10.05.2019
 
კახეთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა მუნიციპალიტეტის მერებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სტიქიამ ლაგოდეხის, ყვარლის, ახმეტისა და თელავის მუნციპალიტეტები დააზარალა და ინფრასტრუქტურული ზიანია დიდია. ასევე, დაზიანებულია სასოფლო სამეურნეო სავარგულები.
20:44 / 10.05.2019
 
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზა მაისის ბოლოს ვერ გაიხსნება. ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
20:27 / 10.05.2019
 
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლები დატბორა.
უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი დააზიანა. წყალმა გაანადგურა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
15:26 / 10.05.2019
 
სენაკში, მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
14:41 / 10.05.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
×