რეგიონები
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ხანგრძლივი გადაუღებელი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ჭარბმა ნალექმა სოფლები დატბორა.
უხვმა ნალექმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დიდი ნაწილი დააზიანა. წყალმა გაანადგურა საკარმიდამო ნაკვეთები, ვენახები, ბოსტნეულის ბაღები და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები.
15:26 / 10.05.2019
 
სენაკში, მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. კონკრეტულად რა გახდა ბავშვების ინტოქსიკაციის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
14:41 / 10.05.2019
 
სოფელ ლეჩურში, სადაც მდინარე სტორი კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფელთან ახლოს მიედინება, მაშველებმა დახმარება 15 ოჯახს გაუწიეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კახეთის დეპარტამენტის საგანგებო რეჟიმში მუშაობს და ყველა მეხანძრე მაშველი ლეჩურშია მობილიზებული, რათა საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინოს.
14:24 / 10.05.2019
 
ადიდებულმა მდინარე სტორმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ლეჩური დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ღამით მოსულა ნალექმა მდინარის კალაპოტი გაარღვია და წყალი სოფელთან ახლოს მიედინება.
14:18 / 10.05.2019
 
ხაშურში 60 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი სახლში შვილმა აღმოაჩინა.
22:29 / 09.05.2019
 
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში, ერთ-ერთ ფერმერს ერთბაშად 150-მდე სული ძროხა დაეხოცა. მეპატრონემ ვეტერინარულ აფთიაქში სპეციალური პრეპარატი შეიძინა, რითაც საქონელი დაბანა. მისი თქმით, ძროხები სწორედ ამ ხსნარით დაბანის შემდეგ დაიხოცნენ.
20:29 / 09.05.2019
 
ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მეწყერმა ჩაკეტა ადგილზე არსებული მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.
18:40 / 09.05.2019
 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მშენებარე სტადიონის სავარძლების ფერის შესარჩევად Facebook-ზე გამოკითხვას ატარებს.

23:02 / 08.05.2019
 
კახეთში, მდინარეების ადიდებით გამოწვეული შედეგების უმოკლეს დროში აღმოფხვრის მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები ლაგოდეხში იმყოფებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
10:41 / 06.05.2019
 
დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტებმა კიდევ ერთი ცოცხალი ჯაჭვი უშუალოდ იმ ბილიკზე გაავლეს, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.
18:50 / 05.05.2019
 
კალენდარი
×