სამართალი
სანზონაში 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებული, დაღუპული გოგონას დედა ლელა ქსოვრელი საქმის პროკურორს, ლევან ჟორჟოლაძეს პენიტენციური დაწესებულებიდან მუქარის შემცველ წერილებს უგზავნის. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" წყარომ განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ქსოვრელი ჟორჟოლაძეს უკანონო დაკავებაში ადანაშაულებს.
11:23 / 17.05.2019
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს.
11:22 / 16.05.2019
 
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხი.
19:50 / 15.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების გავრცელების რამდენიმე ფაქტი აღკვეთა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განცხადა.
11:32 / 14.05.2019
 
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლას ისახავს მიზნად. კანონპროექტით, პედოფილიაზე სასჯელი გამკაცრდება და მსჯავრდებულთა ბაზა შეიქმნება.
19:34 / 13.05.2019
 
გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.
18:19 / 13.05.2019
 

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა არაბიძემ გამოძიებას დაკავების შემდეგ აღიარებითი ჩვენება მისცა. ნიკა არაბიძის ჩვენებას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, არაბიძემ ჩვენება ბრალის წარდგენამდე მისცა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შემდეგ მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი ჩაუდეს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, არაბიძემ განმარტა, რომ მას დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.

12:11 / 13.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12:03 / 12.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
00:22 / 11.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
00:21 / 11.05.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×