სამართალი
ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე. ამის შესახებ შსს-ში გამართულ დღევანდელი ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
20:44 / 04.04.2019
 
სპეცოპრეცია, რომელიც ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ტარდება, ესპანური მედიაც წერს.
19:40 / 04.04.2019
 
ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ესპანეთში თავშესაფარს ითხოვენ, სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
19:39 / 04.04.2019
 
საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით შსს-მ რუსეთის სამი მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დაკავებულები ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ. ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისის სხვადასხვა მისამართებზე სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.
11:29 / 04.04.2019
 
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის მიცემის ფაქტზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კულტურული ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი ბექა ხ. დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.
10:29 / 04.04.2019
 
აბანოთუბანთან, მტკვარზე მყვინთავებმა სამძებრო ღონისძიებები შეწყვიტეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები ხვალ დილიდან განახლდება.
01:00 / 04.04.2019
 
აბანოთუბანთან პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. არებული ინფორმაციით, მოქალაქის მხრიდან შეტყობინება შევიდა, რომ მტკვარში მამაკაცი მიცურაავდა და შველას ითხოვდა.
00:49 / 04.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ძმები: 1969 წელს დაბადებული ფ.ჯ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ჯ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12:42 / 03.04.2019
 
სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის ბრალდებებს პასუხობს. როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან "ინტერპრესნიუსს" აცნობეს, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის გამოკვლევის შედეგები სამართალდამცავ ორგანოებს არ ეცნობა, რადგან იმ პერიოდში, როდესაც ანა ბაგრატიონმა ამბულატორიული სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა, ბიუროს სამართალდამცველი უწყებებისთვის ფაქტის ცნობის ვალდებულება არ ჰქონდა.
19:16 / 02.04.2019
 
ანა ბაგრატიონის სურვილია, იმ ადამიანმა, ვინც მის მიმართ ჩაიდინა ძალადობა, პასუხი აგოს და კანონის შესაბამისად დაისაჯოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა,ელისო რუხაძემ განუცხადა.
18:38 / 02.04.2019
 
კალენდარი
×