სამართალი
ადვოკატი მარიტა კუბლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
20:33 / 04.05.2019
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს ბრალი წაუყენეს. ბრალდებული საგარეჯოს პოლიციიდან კახეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
20:10 / 04.05.2019
 
მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც სუს-ის პრესსამსახურში განაცხადეს, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.
15:55 / 04.05.2019
 
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულს დღეს ბრალს წაუყენებენ.
15:53 / 04.05.2019
 
შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
11:29 / 04.05.2019
 
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ჭანტურია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა.
20:21 / 03.05.2019
 
სანზონაში, 4 წლის ნინო ზალინაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული ლელა ქსოვრელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატირობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.
19:11 / 03.05.2019
 
პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით -102 ხმით დაამტკიცეს.
14:34 / 03.05.2019
 
პოლიციამ 85 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საგარეჯოში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. როგორც  შსს-დან გვაცნობეს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში მცხოვრები 85 წლის ო.გ. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
10:57 / 03.05.2019
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე კონკურსი გამოცხადდება.
21:48 / 01.05.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
×