სამართალი
13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა, - ამის შესახებ "ახალი კვირისთვის" ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერ ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.
18:21 / 24.03.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში დააკავეს.
17:42 / 24.03.2019
 
რუსთავში ბიძის მიერ 13 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 თანამშრომელი დაითხოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინსიტროში დაუდასტურეს.
14:38 / 24.03.2019
 
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
11:28 / 23.03.2019
 
ხადას ხეობაში მომხდარი სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, 20 წლის მალხაზ კობაურის ადვოკატი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, მოკლული რაიან სმიტის ცხედარი დანაშაულის ადგილიდან მდინარეს არ ჩამოუტანია და გვამი ადამიანების ჩარევით გადაადგილეს. ამის შესახებ ადვოკატი "ნიუპოსტთან" საუბრობს.
13:49 / 22.03.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ მისვლისთანავე აღმოფხვრა ყველა არსებული ხარვეზი და აუდიტის დასკვნაში მითითებული 2017 წლის მსგავსი ფაქტები მომსახურების სააგენტოში 2018 წლიდანვე აღარ ფიქსირდება.
12:07 / 22.03.2019
 
გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.
18:24 / 21.03.2019
 
შსს-ს ინფორმაციით დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. სამინისტროს ცნობით შემთხვევა 19 მარტს მოხდა. ამ დროისათვის კი ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
17:06 / 21.03.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს:1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი თ.ჩ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული თ.პ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ქ.. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17:04 / 21.03.2019
 
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი.
15:28 / 21.03.2019
 
კალენდარი
×