სამართალი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც სქესობრივ დანაშაულთან ბრძოლას ისახავს მიზნად. კანონპროექტით, პედოფილიაზე სასჯელი გამკაცრდება და მსჯავრდებულთა ბაზა შეიქმნება.
19:34 / 13.05.2019
 
გორში მოკლულ 9 წლის ნანიკო ბერიაშვილს, სასამართლო სამედიცინო დასკვნის თანახმად, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავზე, სახის არეში დაზიანებები ჰქონდა. მისი სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა განუცხადა.
18:19 / 13.05.2019
 

ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა არაბიძემ გამოძიებას დაკავების შემდეგ აღიარებითი ჩვენება მისცა. ნიკა არაბიძის ჩვენებას გაზეთი „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, არაბიძემ ჩვენება ბრალის წარდგენამდე მისცა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შემდეგ მან განაცხადა, რომ უდანაშაულოა და ნარკოტიკი ჩაუდეს. რაც შეეხება აღიარებით ჩვენებას, არაბიძემ განმარტა, რომ მას დანაშაული ზეწოლის შედეგად აღიარა.

12:11 / 13.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
12:03 / 12.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოფელ ყანდაურაში მომხდარი მკვლელობების გამოძიების ფარგლებში, მკვლელობაში ბრალდებულის მეორე შვილის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.
00:22 / 11.05.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოფელ ყანდაურაში მომხდარი 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი დაკავა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
00:21 / 11.05.2019
 
პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო "მამიდას" მფლობელი როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ერთი პირის, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის ბრალდების სისხლის სამართლოს საქმეზე სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
16:42 / 10.05.2019
 
ვინანიებ, ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოო ჩვენების მიცემას ვაპირებ, - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებულმა, სასტუმრო "მამიდას" მფლობელმა როენა ხუცურაულმა განაცხადა.
16:28 / 10.05.2019
 
საქართველო არის დინამიური ქვეყანა და თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ერთგვარი ანომალიაა, - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კარისტოფ კასტანერმა საქართველოს შს მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
12:49 / 10.05.2019
 
დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენს სამარცხვინო ვაჭრობას არ დათანხმდა თავისუფლების სანაცვლოდ. სხვათა შორის, ფარისევლობა იმ რელიგიაში, რომელსაც თქვენ ემსახურებით მძიმე ცოდვაა, - ამ სიტყვებით მიმართავს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესა და საპატრიარქოს.
11:25 / 10.05.2019
 
კალენდარი
×