სამართალი
გენერალურმა პროკურატურამ "ინტერმედიას" ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
17:58 / 12.08.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. 
11:26 / 11.08.2019
 
მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია და მიიჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილია ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოდ, სისხლის სამართლის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, - ამის შესახებ პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
09:29 / 11.08.2019
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ 40 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
09:21 / 11.08.2019
 
პროკურატურა "რუსთავი 2" ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის 80 000- ლარიანი გირაოს შეფარდებას და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. ამის შესახებ სასამართლოს სხდომის დაწყებამდე საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.
19:58 / 10.08.2019
 
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გვაცნობეს.
11:15 / 06.08.2019
 
შსს-მ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა.
12:09 / 05.08.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
14:30 / 03.08.2019
 
ვარკეთილში მკვლელობა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს - ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
12:27 / 03.08.2019
 
ბოლო დღეების განმავლობაში შს სამინისტროს თანამშრომლებმა, სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 920 გრამი ჰეროინი და 101 აბი ბუპრენორფინის და კოკაინის შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს.
11:11 / 02.08.2019
 
კალენდარი
×