სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დანაშაულებრივი დაჯგუფების ორი წევრი – 1975 წელს დაბადებული ა.ზ. და 1998 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავა.
11:27 / 13.04.2019
 
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო.
20:48 / 12.04.2019
 
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე ლავასოღლი (გორაძე) დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის "კანონიერი ქურდობისა" და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის მუხლებით და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
19:37 / 12.04.2019
 
წყნეთში, 65 წლის გივი ცერექაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ შვილს, 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო.
11:08 / 12.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, კრიმინალური ავტორიტეტი და ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, წარსულში ნასამართლევი 1983 წელს დაბადებული ჩ. ქ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზესტაფონში დააკავეს.
10:54 / 12.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ზუგდიდში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავა.
23:18 / 11.04.2019
 
დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 2 საათის წინ გადასცეს. მისივე ინფორმაციით, ავიარეისი 19:45 საათზე იყო ჩანიშნული.
00:29 / 11.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული 2 პირი: ი.ბ. და ლ.ა. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
18:23 / 10.04.2019
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს.
12:38 / 10.04.2019
 
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელს, მაია რჩეულიშვილს, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - "ცენტრ პოინტის" საქმის "მიონის" ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
12:02 / 10.04.2019
 
კალენდარი
×