სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი - კახა ბ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.
19:06 / 08.04.2019
 
შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული დ.დ. და 1990 წელს დაბადებული ო.ს., ასევე, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 3 პირი: 1984 წელს დაბადებული რ.ბ., 1988 წელს დაბადებული ზ.ო. და 1994 წელს დაბადებული ი.ქ. დააკავეს.
10:31 / 08.04.2019
 
ცენტრ პოინტის" საქმეზე "მიონის" ეპიზოდზე დღეს, შესაძლოა, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული მაია რჩეულიშვილი დაკითხონ. აღნიშნული საქმე დასკვნით ეტაპზეა.
10:18 / 08.04.2019
 
პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას.
18:27 / 06.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდების ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა.
11:01 / 06.04.2019
 
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა სანადირო თოფით თანასოფლელი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
19:55 / 05.04.2019
 
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ელისო რუხაძის განცხადებით, მას დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. თუცა მიიჩნევს, რომ ის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე უნდა დაებარებინათ.
00:15 / 05.04.2019
 
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატის ელისო რუხაძის განცხადებით, ანა ბაგრატიონმა გამოძიებას მიაწოდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა მას გაუთქმელობის ვალდებულება აქვს და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
00:14 / 05.04.2019
 
ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელი ბინების ქურდობა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა..
20:45 / 04.04.2019
 
ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე. ამის შესახებ შსს-ში გამართულ დღევანდელი ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
20:44 / 04.04.2019
 
კალენდარი
×