სამართალი
პოლიციამ თელეთში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს, უწყების ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს.
11:27 / 09.01.2019
 
ზემო თელეთში შვილმა ხანდაზმული დედა დაჭრა. როგორც ექიმი აცხადებს, პაციენტს დაზიანებული აქვს ფილტვი და ღვიძლი.
10:43 / 09.01.2019
 
ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნასიძის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.
20:04 / 08.01.2019
 
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკში 9 თვის ბავშვი სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ბავშვი ბებიას ჰყავდა ჩაბარებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფს გამოძახებისას ბიჭუნა გარდაცვლილი დახვდა.
20:02 / 08.01.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 2 პირი: 1979 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1978 წელს დაბადებული ზ.ი., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
19:04 / 08.01.2019
 
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-ს სისხლის სამართლის საქმეზე დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართება. სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.
10:42 / 08.01.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1993 წელს დაბადებული რ.ნ ძალადობის ბრალდებით თბილისში დააკავეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.
19:44 / 07.01.2019
 
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტლახში პოლიციელზე თავდასხმა მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პირმა მაღაზიაში მყოფი პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და მიიმალა.
14:18 / 07.01.2019
 
პეკინზე დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
15:09 / 05.01.2019
 
სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმისთვის ძებნილი 1987 წელს დაბადებული გ.ც. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
15:01 / 05.01.2019
 
კალენდარი
×