სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის და გულგრილობის ფაქტებზე ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შვიდი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა.
13:23 / 29.12.2018
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს თანამშრომლებმა ქუთაისში, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურის დაყაჩაღების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთს ითვალისწინებს.
22:13 / 28.12.2018
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობი, გიორგი გიორგანაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძე კი დამნაშავედ ცნო და 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
16:21 / 28.12.2018
 
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ბრალდებული ი.გ. დამნაშავედ ცნო.
15:13 / 28.12.2018
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანის ორგანიზებაში ბრალდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილისა და ამავე ბრალდებით დაკავებული ირაკლი ქორიძის საქმეზე დღეს შესაძლოა, მოსამართლე გიორგი არევაძემ განაჩენი გამოაცხადოს.
10:18 / 28.12.2018
 
დღეს ვიხილეთ კანონს დაშორებული, არარეგულირებული, ყველანაირ ჩარჩოებს აცდენილი ერთი კაცის სპექტაკლი, რომელიც გვესაუბრებოდა ლოზუნგებით, რომლის მთავარი მიზეზი იყო ეპასუხა სასამართლოში მიმდინარე სერიოზულ მოვლენებზე,
20:28 / 27.12.2018
 
მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა.
20:26 / 27.12.2018
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ე.ა. თბილისში დააკავეს. მას ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
17:33 / 27.12.2018
 
პოლიციამ ბათუმში 9 სავაჭრო ობიექტზე ხანძრის გაჩენის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1997 წელს დაბადებული ბ.ბ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება-განადგურებაში ედება ბრალი.
10:30 / 27.12.2018
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს გაჩიანის სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი პარლამენტარიც იმყოფებოდა.
16:48 / 25.12.2018
 
კალენდარი
×