სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, თუ რატომ არ შემოუშვა რუსი ბაიკერები ქვეყანაში.
19:17 / 29.04.2019
 
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის ადვოკატი ზურაბ თოდუა მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას აპროტესტებს. მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარდგენილი ბრალის შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა.
19:29 / 27.04.2019
 
თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შესახებ.
18:32 / 27.04.2019
 
მე თავიდანვე მოვითხოვე, რომ ჩემი შვილები დაეცვათ ჟურნალისტებისა და სხვა ადამიანების ჩარევისგან, - ამის შესახებ არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულმა იულია სუსლიაკმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
16:47 / 27.04.2019
 
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
16:45 / 27.04.2019
 
პროკურატურა არასრულწლოვნებით ვაჭრობასა და ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. როგორც საქმის პროკურორმა თეა გიორგაძემ განაცხადა, ვინაიდან საქმე ეხება მძიმე დანაშაულს ბრალდების მხარე ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.
16:44 / 27.04.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული ე.ე. დააკავეს.
12:24 / 27.04.2019
 
გამომძიებელმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინა ბრალი, ფორმულირება იგივეა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, ვერ წარმომიდგინა ვერც ერთი მტკიცებულება, - ამის შესახებ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლები ქალის იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.
20:41 / 26.04.2019
 
10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ. იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფება.
18:47 / 26.04.2019
 
4 ბავშვი ნამდვილად არის 2017 წელს დაბადებული, მაგრამ სუროგაციისა და დონაციის შესახებ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, - ამის შესახებ 10 უკრაინელი მცირეწლოვანი ბავშვის თანმხლები ქალის, იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა. ის იულია სუსლიაკს დროებითი მოთავსების იზოლატორში შეხვდა.
14:16 / 26.04.2019
 
კალენდარი
×