სამართალი
ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სარჩელის განხილვას გააგრძელებს. სარჩელის ავტორებია სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
11:31 / 22.01.2019
 
ჩვენი დღევანდელი განცხადების მიზეზი გახლდათ ის არაჯანსაღი სიტუაცია, ატეხილი აჟიოტაჟი, რომელიც ამ სიასთან დაკავშირებით შეიქმნა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა, მოსამართლე თამარ ალიანიამ განუცხადა.
19:13 / 21.01.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ირანის 3 მოქალაქე დააკავეს.
16:57 / 20.01.2019
 
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს აღკვეთის ღონიძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
15:25 / 20.01.2019
 
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებული ორი პირის, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილი თანამშრომლების, თორნიკე ტატიშვილისა და ვაზელ მამადიანის აღკვეთის ღონისძიების საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
12:35 / 20.01.2019
 
ჭიდაობის ეროვნულ ჩემპიონატზე დაპირისპირებაში მონაწილე პირებმა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვეს, ამიტომ ისინი სასამართლო წესით გამოიკითხებიან, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
21:46 / 19.01.2019
 
თბილისში, აფრიკის დასახლებაში 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბავშვი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგული იყო.
19:15 / 19.01.2019
 
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ორ პირს, "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ყოფილ თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წაუყენეს. მათ სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან.
17:10 / 19.01.2019
 
თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
12:38 / 19.01.2019
 
ადუაშვილი ბრალს არ აღიარებს, მითუმეტეს, კუჭავას მისამართით გასროლას, ეს არ დასტურდება არც კუჭავას ჩვენებით, არც მტკიცებულებებით, რადგან იარაღი ამოღებული არ არის, გიორგი არც იარაღის ქონას აღიარებს, - ამის შესახებ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებულის, გიორგი ადუაშვილის ადვოკატმა, სალომე მესხმა განუცხადა.
16:30 / 18.01.2019
 
კალენდარი
×