სამართალი
გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.
18:24 / 21.03.2019
 
შსს-ს ინფორმაციით დადგენილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. სამინისტროს ცნობით შემთხვევა 19 მარტს მოხდა. ამ დროისათვის კი ბრალდებულის დაკავების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
17:06 / 21.03.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს:1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი თ.ჩ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ორი პირი – 1968 წელს დაბადებული თ.პ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ქ.. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
17:04 / 21.03.2019
 
ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი.
15:28 / 21.03.2019
 
შს სამინისტრომ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავა.
12:33 / 21.03.2019
 
"ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტს იმ მსჯავრდებულთა მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის არიან პატიმრობაში, შესაძლოა, ამნისტიის მიღება შესთავაზოს.
19:28 / 20.03.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ავჭალაში, ერთ-ერთ მარკეტში მომხდარი ყაჩაღობა გახსნეს, დაკავებულია - 2 პირი: 1998 წელს დაბადებული გ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ა.
16:46 / 20.03.2019
 
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეკანოზის ინსულტი ხელოვნურად გამოეწვიათ. მიხეილ რამიშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზს ინსულტი ბუნებრივად განუვითარდა.
15:58 / 20.03.2019
 
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადახლოსთან 27 წლის ბიჭი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდოდ, ახალგაზრდამ იარაღით თავი მოიკლა.
15:15 / 20.03.2019
 
იტალიაში, ქალაქ მანტუაში, საქართველოს 19 წლის მოქალაქემ ერთი და იგივე სავაჭრო ცენტრი სამჯერ გაძარცვა.
15:07 / 20.03.2019
 
კალენდარი
×