Birja Mafia-ს საქმე - არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
Birja Mafia-ს საქმე - არასამთავრობო ორგანიზაციამ პროკურატურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
კატეგორიის სხვა სიახლეები
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება. გასაუბრებას გაივლის ის 7 მოსამართლე, რომლებიც თანამდებობაზე 3 წლის ვადით დაინიშნენ, თუმცა აღნიშნული ვადა მათ აგვისტოში ეწურებათ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ინფორმაციით, ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც მოხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება, კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობაა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრებას არაფორმალური ხასიათი აქვს და შერჩევის კრიტერიუმები დასახვეწია.
14:57 / 18.06.2018
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი", აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ორი ფაქტი გამოვლინდა.
14:55 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოზურგეთის მერიის მიმდებარე ტერტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
14:54 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიასაშუალებებში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს შეისწავლის. ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, კადრებში დაფიქსირებული პირები გურიის პოლიციის დეპარტამენტში დაიკითხებიან.
14:53 / 18.06.2018
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. მათ პირველადი დახმარება ადგილზევე გაეწიათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
14:52 / 18.06.2018
თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლადო გრიგალაშვილის ადვოკატი მტკიცებულებების ფალსიფიკაციაზე საუბრობს. როგორც ნაირა ოტიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების მიერ გამოცხადებულ მკვლელობის იარაღზე, დანაზე არანაირი სისხლის კვალი არ იყო და არ გამორიცხავს, რომ დანაზე სისხლის წვეთი წაუსვეს. ამასთან, ნაირა ოტიაშვილის თქმით, დანის პარამეტრები არ ემთხვევა ჭრილობების ზომებს და აქედან გამომდინარე, ადვოკატი მიიჩნევს, რომ ჭრილობები გარდაცვლილზე არაა მიყენებული იმ დანით, რომელიც გამოძიების მიერაა ამოღებული.
14:51 / 18.06.2018
"ნინოწმინდასა" და "სარფში" 21 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: "ნინოწმინდა" და "სარფი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 16 ივნისს ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.
14:50 / 18.06.2018
საფრანგეთის სასამართლომ „კანონიერ ქურდებს“ - კახა შუშანაშვილს, ზაზა ელიკაშვილსა და გიორგი ელერჯიას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
11:25 / 18.06.2018
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.
11:22 / 18.06.2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
16:08 / 17.06.2018
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1