ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაუხსნეს. მანქანა, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადაყვანილი.
პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ და ამ ეტაპზე უცნობია თუ ვინ და რა ვითარებაში გაუხსნეს ცეცხლი პოლიციის ეკიპაჟს.