შსს: ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა
შსს: ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა
კატეგორიის სხვა სიახლეები
სასამართლოს სხდომათა დარბაზში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების საქმეზე გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, ხმაური იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრმა დარბაზში მსხდომ სამართალდამცავებს მიმართა და ადგილის დათმობისკენ მოუწოდა, რათა დარბაზის გარეთ მყოფი სხვა მოქალაქეებს შემოსულიყვნენ.
01:17 / 21.11.2019
18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 6 პირი, გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე და პაატა სოსონაშვილი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
00:45 / 20.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ბექა კვიციანმა თბილისის ზღვის შემოვლითი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა მეგობარს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
10:06 / 14.11.2019
თბილისის პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი - დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, პატიმრობაში მყოფ ლევან ქარდავას კი ბრალი წარუდგინა.
16:14 / 12.11.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა.
12:26 / 12.11.2019
გორში 32 წლის მამაკაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაიღუპა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ილოზში, ნადირობის დროს მოხდა.
13:32 / 11.11.2019
თბილისის კინოთეატრებთან საპროტესტო აქციისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული 24 პირის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაკავებული პირებიდან, ამ მომენტისთვის 5 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო.
16:49 / 09.11.2019
პოლიციამ კინოთეატრ „ამირანთან“ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, მათ პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.
19:58 / 08.11.2019
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის, ირაკლი კაკულიასა და მასთან ერთად კიდევ სამი პირის დაკავებას ადასტურებს.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ოთხი პირი დააკავეს, რომელთაგან სამი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელეა. მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარეა.
17:45 / 08.11.2019
იურისტი ნინო ბოლქვაძე ფეისუქში წერს, რომ სიტყვა ,,პიდარასტის” საჯარო სივრცეში გამოყენება ისჯება ჯარიმით.
01:57 / 08.11.2019
კალენდარი
×