საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისში, აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ღამის საათებში იზღუდება.
23:00 / 24.08.2019
 
კურორტ ბახმაროს ცენტრში, მახარაძის ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დაახლოებით ღამის სამ საათზე მოხდა. ხანძარი ჯერ ერთ სახლში გაჩნდა, ხოლო შემდეგ მეორე სახლზეც გავრცელდა.
22:57 / 24.08.2019
 
„პრაიმტაიმი“ პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა. როგორც ხასო ხანგოშვილი აცხადებს, პანკისის ხეობაში ზელიმხან ხანგოშვილის სიკვდილს რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირებენ.

„ვერ გეტყვით მისი მოკვლით კონკრეტულად დაინტერესებული ვინ იყო, მაგრამ გვგონია, რომ მის ლიკვიდაციას რუსული სპეცსამსახურები მოახდენდნენ. ის მეომარი და აქტიური მებრძოლი კაცი იყო. სხვა ვინ უნდა ყოფილიყო მისით დაინტერესებული? - აცხადებს ხასო ხანგოშვილი.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ გერმანიაში პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.



22:56 / 24.08.2019
 
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფლის ტყეში ცეცხლის ქრობის სამუშაოები ვერტმფრენებმა დღეისთვის დაასრულეს.
20:02 / 24.08.2019
 
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ განკარგულება გამოსცა, რომლის თანახმადაც, ამაზონის ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის შეიარაღებული ძალები ჩაერთვება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ევცელებს.
18:05 / 24.08.2019
 
პანკისის ხეობის მოსახლეობა ადასტურებს, რომ გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
10:59 / 24.08.2019
 
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ანაკლიაში მიმდინარე მუსიკალური ფესტივალიდან სამი ადამიანი შეიყვანეს. სამივე ახალგაზრდა მამაკაცია.
23:52 / 23.08.2019
 
video
41 წლის მამაკაცი ხიდზე იჯდა, როდესაც გარდაცვლილი ცოლის ნაჩუქარი მეტრიანი საზომი ზღვაში ჩაუვარდა.
22:22 / 23.08.2019
 
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გარუჯვასთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს.
15:11 / 23.08.2019
 
ცნობილი ჰოლივუდური ბლოკბასტერის ეპიზოდების გადაღებებიდან გამომდინარე, 27 აგვისტოს 00:00 საათიდან 4 სექტემბრის 00:00 საათამდე რუსთაველის გამზირი რესპუბლიკის მოედნიდან მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“ მონაკვეთი გადაიკეტება. ამასთანავე, რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც.
18:47 / 23.08.2019
 
კალენდარი
×