საზოგადოება
შპს "ფერის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, კომპანიას ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა შემდეგ გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერივნენ პროცესში.
12:18 / 22.04.2019
 
თქვენი ლექციები არ მჭირდება ბატონო გიორგი, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს.
12:14 / 22.04.2019
 
თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ. ღონისძიება წყალტუბოში ჩატარდება და მასში იმერეთის რეგიონში მოქმედი ბიზნესების 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
11:51 / 22.04.2019
 
მიმდინარე წელს "საქსტატი" საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის გადახედვას გეგმავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა.
10:37 / 22.04.2019
 
პანკისში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულებიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 16 პირი რჩება. საავადმყოფოს ექიმის მაია მრელაშვილის ინფორმაციით, დაშავებული პაციენტებიდან ძირითადად ის პოლიციელები არიან, რომლებმაც დაზიანებები თავის არეში მიიღეს და ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნებათ. მისივე თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ქირურგიურ ჩარევას არ საჭიროებენ.
10:30 / 22.04.2019
 
თელავის რეფერალური საავადმყოფოდან პოლიციელების ნაწილი სახლში უკვე გაწერეს. ბოლო ინფორმაციით, კლინიკაში 17 პირი რჩება, აქედან 15 სამართალდამცველია, ხოლო ორი პანკისის მკვიდრი, აქციის მონაწილე.
00:43 / 22.04.2019
 
ინდოეთში საქართველოს კონსულის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ​შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისი თქმით, შრი-ლანკაზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ტურისტული მიზნით არის ჩასული. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
00:02 / 22.04.2019
 
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, პანკისის ხეობიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში 13 სამართალდამცავია გადაყვანილი, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში დახმარება 35 ადამიანს გაეწია.
18:32 / 21.04.2019
 
"რუსთავი 2″-ს სირცხვილი, რომ იმას საუბრობს, თითქოს შიმშილით ბავშვი მოვკალი, – ამის შესახებ მარტვილში გარდაცვლილი 14 წლის ბიჭის მამამ, გელა ნაჭყებიამ განაცხადა.
03:27 / 21.04.2019
 
თბილისში ფანასკენტელის ქუჩაზე აფეთქებისა და ხანძრის შესახებ ინფორმაციას თვითმხილველი ავრცელებს.
00:08 / 21.04.2019
 
კალენდარი
×