საზოგადოება
საქართველოს ბანკმა განათლების ხელშეწყობის მიზნით სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ქუთაისში, სათაფლიის დაცულ ტერიტორიაზე ჩატარებული შეხვედრის მთავარ მიზანს ახალგაზრდებისთვის იმ შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა, რომელსაც ბანკი აძლევს განათლების მიღების მსურველებს.
17:07 / 10.07.2019
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 17 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. მათგან 5 არასრულწლოვანი და 12 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
17:04 / 10.07.2019
 
სარაგბო კლუბის ზესტაფონის "არწივების" 17 წლის მორაგბე რეზი თაბაგარი შორაპანთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.
17:00 / 10.07.2019
 
თბილისის მერია ავტობუსების დაგვიანებით შემოყვანის გამო კომპანია TEGETA TRUCK AND BUS-ს დააჯარიმებს. საქმე ეხება მერიის მიერ შესყიდულ MAN-ის 90 ავტობუსს, რომლის ნაწილიც, 50 ერთეული, კომპანიას მერიისთვის ჯერ არ მიუწოდებია. მიწოდების ვადა ივნისში ამოიწურა.
14:10 / 10.07.2019
 
ბოლო დღეებში საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რუსი პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და საზოგადოების წარმომადგენლების შეტევის სამიზნე. ზოგი იქამდეც კი მივიდა, რომ თბილისის თავზე რუსული დროშის აფრიალების სურვილს დაუფარავად გამოახატავდა და საქართველოს, უკრაინასთან ერთად, არშემდგარ სახელმწიფოდ მოიხსენიებდა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მიმართ სიმპატიებს არასდროს მალავდნენ.
12:36 / 10.07.2019
 
"ის ოჯახი, ვინც მამათმავლების წინააღმდეგ ხელს არ მოაწერს, ჩაითვლება პედერასტების ოჯახად," - ამის შესახებ გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა.
11:53 / 10.07.2019
 
"თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი აქტივისტი, დანიელ თევზაძე ამბობს, რომ მსვლელობის შესახებ, რომელიც 8 ივლისს გაიმართა ლგბტ თემისა და მისი მხარდაჭერების უმრავლესობამ არაფერი იცოდა.
11:48 / 10.07.2019
 
ქობულეთის სანაპიროზე პარაშუტი წყლის ნაცვლად, პლაჟზე დაეშვა. შემთხვევა 7 ივლისს მოხდა.
11:35 / 10.07.2019
 
სარკინიგზო ინციდენტი მოხდა აზერბაიჯანში. მატარებელს, რომელიც ბაქო-თბილისის რეისს ასრულებდა ელექტროგადამცემი ხაზების ბოძი დაცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
10:33 / 10.07.2019
 
გიორგი გაბუნიას დედა, ცნობილი ტელეწამყვანი ჯულიეტა ვაშაყმაძე შოკირებული იყო იმ მოვლენებით, რაც მისი შვილის მონოლოგს მოჰყვა გადაცემაში PS. ამის შესახებ „რუსეთში ქართველთა კავშირის“ წევრმა გიორგი გვრიტიშვილმა რუსულ მედიასთან განაცხადა.
02:24 / 10.07.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
×