საზოგადოება
საუდის არაბეთიდან გამოქცეული დები ვაჰა და ვაფა ალ-სუბაიები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოსგან დახმარებას ითხოვენ. ინფორმაცია ამის შესახებ მათ ტვიტერზე გაავრცელეს. დები პასპორტის ფოტოები და ვიდეოც გამოაქვეყნეს. ალ-სუბაიები წერენ, რომ ისინი თავისი ქვეყნიდან ოჯახის მხრიდან ჩაგვრის გამო წამოვიდნენ, ახლა კი საქართველოში მათ საპოვნელად მამა და ძმები არიან ჩამოსულები.
17:24 / 17.04.2019
 
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის სექტორში რეფორმების შესახებ Gალტ&თაგგარტ-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში.
16:17 / 17.04.2019
 
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა, რომელიც დღეს, 2019 წლის 17 აპრილს გამოქვეყნდა და საჯაროდ ხელმისაწვდომია. სახალხო დამცველი მადლიერებას გამოხატავს საერთაშორისო პარტნიორის მიმართ ღირებული დოკუმენტის მომზადებისთვის, ასევე, საგრძნობლად მოკლე ვადებში გაწეული ასეთი მნიშვნელოვანი შრომისა და ძალისხმევის გამო. იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს აღნიშულ მოსაზრებებს.
16:12 / 17.04.2019
 
ერთის მხრივ, კომპანიაში ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ თუ რამ გამოიწვია, სრულად დისკრედიტირებული ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირის მოულოდნელად ასეთი გააქტიურება და შავი პიარის აგორება ენერგო-პრო ჯორჯიას წინააღმდეგ. საუბარია რამდენიმე დღის წინ ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის და ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
მეორეს მხრივ კი კომპანიაში თავს ვალდებულად თვლიან კვლავ უპასუხონ იმ ცრუ ინფორმაციას, რის ტირაჟირებასაც ახდენს ენერგეტიკის დარგობრივი და ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირების ხელმძღვანელები.
სიცრუე #1 - თითქოს ხელფასების კორექტირება 2007 წლიდან არ მომხდარა
სიმართლე - იხილეთ 2007 წლიდან დღემდე საშუალო ხელფასების ზრდის ოფიციალური სტატისტიკა:

info9.ge

სიცრუე #2 - მენეჯმენტს და სხვა თანამშრომლებს შორის არსებული ხელფასის თითქოს შეუსაბამო სხვაობა. თითქოს 30 კაციანი მენჯმენტის წლიური სახელფასო ფონდი შეადგენდეს 15 მლნ ლარს.
სიმართლე - მაღალი და საშუალო რგოლის (მათ შორის მომსახურების ცენტრის მენეჯერის, მთავარი ინჟინერის, უბნის უფროსის, ბილინგის მენეჯერის) ჯამში 450-ზე მეტი ადმიანის წლიური ხელფასი სულ შეადგენს 14 მლნ-მდე ლარს. შესაბამისად ცილისწამებაა თითქოს 30 კაციანი ჯუფის ხელფასი 15 მლნ ლარია.
სიცრუე #3 თითქოს მასიურად ხდება კომპანიიდან პროფესიონალი კადრების გადინება
სიმართლე - კომპანიიდან კადრების გადინება (5% საშულოდ წლიური) სრულ თანხვედრაშია იმ მაჩვენებელთან რაც დასაშვებია ამ სიდიდის კომპანიისთვის. საპირისპიროდ, არსებობს პრეტენდენტთა სარეზერვო დიდი სია, რომლეთაც კომპანიაში არსებული გამჭვირვალე საკადრო პროცედურის გავლის შემდეგ, შესაძლებლობა ეძლევათ ავტომატურად დააკომპლექტონ ვაკანტური პოზიციები. რაც შეეხება, პროფესიონალ კადრებს, არცერთი იმ ღირებული და მაღალპროფესიონალური ენერგეტიკოსის, რომლითაც მუდამ ამაყობს ენერგო-პრო ჯორჯია, კომპანიიდან გადინება არ მომხდარა.
სიცრუე #4 - თითქოს კომპანიაში არ ხდება ზეგანაკვეთური შორმის ანაზღაურება.
სიმართლე - სტიქიის თუ უამინდობის ან მასშტაბური სამუშაოების გამო გაწეული ზეგანაკვეთურ საქმიანობას კომპანია რათქმაუნდა ანაზღაურებს. სხვა შემთხვევებში კი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ხდება დღემაგიერის გამოყენება.
სიცრუე #5 - თითქოს 2018 წელს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 10 ადამიანი გარდაიცვალა.
სიმართლე - 2018 წელს სამწუხაროდ მართლაც დაფიქსირდა შრომის უსაფრთხოების დარღვევის არაერთი ფაქტი, ზოგიერთ შემთხვევაში სამწუხაროდ დადგა ფატალური შედეგიც, თუმცა რათქმაუნდა 10 შემთხვევა არის სიცრუე.
სიცრუე #6 - თითქოს კომპანიაში 2018 წელს ჩამოყალიბდა შრომის უსაფრთხოების მაკონტროლირებელი ერთეული.
სიმართლე - ენერგო-პრო ჯორჯიაში, შრომის უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით, ყოველთვის არსებობდა ძლიერი ერთეული.
რაც შეეხება ენერგო-პრო ჯორჯიას და კომპანიის პროფკავშირის ურთიერთობას, 1 თვის წინ გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, რაც ადასტურებს თანამშრომლობის ფაქტს. ყველა მათი მცდელობა კომპანიის მომსახურების ცენტრებში, რომ მოეხდინათ ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის პარალიზება, კრახით დასრულა. ფიქსირდება კომპანიის ისედაც სუსტი პროფკავშირების წევრთა კიდევ უფრო შემცირება. მათი რაოდენობა, ამჟამინდელი მდგომარეობითაც, არ აღემატება თანამშრომლეთა საერთო რაოდენობის 28 %-ს.
თანამშრომელთა ნაწილმა, ენერგო-პრო ჯორჯიას პროფკავშირისთვის თანხის გადარიხვას, ამჯობინა საკუთარი თანხა მიმართოს საპენსიო ფონდში. შესაბამისად, წევრების გადინების მიზეზი უნდა ეძებენონ იმაში, რომ ერთის მხრივ თანამშრომლებს მუდმივად კვებავენ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ხოლო მეორეს მხრივ არანაირ ქმედით დახმარებას არ უწევენ თავიანთ წევრებს, მიუხედავად მათი მოვალეობისა.
სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია" აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნავს, მენეჯმენტი მუდმივად თვლიდა და თვლის თავს ვალდებულად რომ ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში თანამშრომელს მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია და ამის მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ცრუ ინფორმაციებზე დაფუძვნებული მოლოდინების გაჩენასაც პრინციპულად არ ეთანხმება. კომპანია ურყევად გააგრძელებს იმ საკადრო თუ სახელფასო პოლიტიკის განხირციელებას რასაც ერთის მხრივ უზრუნველწყოფს საკუთარი მოგებიდან, ხოლო მეორეს მხრივ რისი საშუალებაც ეძლევა ქვეყანაში არსებული რეგულაციების ფარეგლებში.


15:36 / 17.04.2019
 
გუდაურში ხალხი დახმარებას ითხოვს. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა. კობი-გუდაურის დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე თოვლში ერთი ავტომობილი ამობრუნდა, რის გამოც მოძრაობა პარალიზებულია.
15:25 / 17.04.2019
 
Forbes Georgia-მ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით გამოაქვეყნა საქართველოში არსებული ტოპ-100 უმსხვილესი კომპანიის სია. ასეულში მოხვდნენ ვაჭრობის, ენერგეტიკის, სამშენებლო, ტურიზმის, კვების, სამთო-მოპოვების, მრეწველობის, აზარტული თამაშების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორებში ჩართული კომპანიები.
14:20 / 17.04.2019
 
თუ თქვენ ეძებთ იდეებსა და შთაგონებას, როგორ გააწყოთ სააღდგომო სუფრა მარტივად, ლამაზად და რაც მთავარია, იაფად, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
14:12 / 17.04.2019
 
რეჟისორი გიორგი შენგელაია ახალ სამოქალაქო მოძრაობას ქმნის. ამის შესახებ ინფორმაცია „2020NEWS“ თავად რეჟისორმა დაუდასტურა. შენგელაიას თქმით, დარწმუნებულია, რომ საქართველოში ძალიან ბევრია ისეთი, ვისაც ქვეყნისთვის გული შესტკივა, უბრალოდ, ისინი არ ჩანან, რადგან ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველა ცუდი ადამიანი შემოიკრიბა გარშემო.
13:48 / 17.04.2019
 
ერთი მხრივ, კომპანიაში ყურადღებით აკვირდებიან და აანალიზებენ, რამ გამოიწვია სრულად დისკრედიტებული პროფკავშირის ასეთი გააქტიურება ასე მოულოდნელად და შავი პიარის აგორება "ენერგო-პრო ჯორჯიას" წინააღმდეგ. მეორე მხრივ კი, კომპანიაში თავს ვალდებულად მიიჩნევენ, კვლავ უპასუხონ იმ ცრუ ინფორმაციას, რის ტირაჟირებასაც პროფკავშირების ხელმძღვანელობა ახდენს.
12:14 / 17.04.2019
 
მარჯვენასაჭიანი ტაქსები 2021 წლის 1 იანვრიდან აიკრძალება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან მეორე პრობლემურ საკითხზეც მიღწეულია შეთანხმება და მარჯვენასაჭიანი ტაქსები "ბ" კატეგორიაში 2020 წლის ბოლომდე დარჩებიან.
12:11 / 17.04.2019
 
კალენდარი
×