საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო 5000 ლარით, ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. სალიცენზიო პირობების დარღვევად კომისიამ მიიჩნია გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, რომელიც მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემებში სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგის გამკაცრებასა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
18:44 / 12.09.2019
 
“თეგეტა მოტორსი” მომხმარებელს ყველა სეგმენტის აკუმულატორებზე სპეციალურ აქციებს სთავაზობს, რომლის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ პრემიუმ ხარისხის Varta-ს აკუმულატორები უსასრულო გარანტიით, რაც ნიშნავს, რომ თუ „თეგეტა მოტორსში“ შეძენილი აკუმულატორი დაზიანდა, კომპანია 100%-მდე თანხას აგინაზღაურებთ.
16:29 / 12.09.2019
 
ისევ დაუდევრობა, ისევ უყურადღებოდ დატოვებული გაზქურა და აფეთქებას გადარჩენილი კიდევ ერთი კორპუსი - „თბილისი ენერჯის“ თანამშრომლებმა საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაარჩინეს.
15:10 / 12.09.2019
 
49 წლის ასაკში საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
02:48 / 12.09.2019
 
უინ­სტონ ჩერ­ჩი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა უახ­ლო­ეს თა­ნა­მებ­რძოლ­თან, ირ­ლან­დი­ელ ბრენ­დენ ბრე­კენ­თან დღემ­დე სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით არის მო­ცუ­ლი.
02:39 / 12.09.2019
 
ირაკლი ოქრუაშვილმა თავის მორიგ პოსტში ტვ პირველს მიმართა:
"ტვ პირველი!!!

ის რომ ხაზარაძისგან ახალი ილია ჭავჭავაძის გაკეთებას ცდილობთ თქვენი გემოვნების და ინტერესის საკითხია, მაგრამ 20 ივნისის ღამის გამო დაკავებულებზე და ხელისუფლების რეპრესიებზე გაკეთებულ სიუჟეტებში (ასეთი უკვე ათამდე გქონდათ) ერთხელ,ზრდილობის გამო მაინც მახსენეთ. აქ ნარკოტიკების რეალიზაციის ან ყაჩაღობის გამო კი არ ვზივარ!“
02:13 / 12.09.2019
 
ასტრონომებმა, რომლებიც მზის სისტემის მიღმა სამყაროს სწავლობენ, კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით დედამიწის მსგავსი პლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეგზოპლანეტა მზეზე ბევრად უფრო პატარა ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს, მისი მდებარეობა სრულად ხელსაყრელია საცხოვრებლად, რადგან მისი ორბიტალური დისტანცია საკმარისია იმისთვის, რომ პლანეტის ზედაპირზე სითხე არსებობდეს.
00:53 / 12.09.2019
 
სამი დღის წინ, ვე­რა­ზე მო­დის კრი­ტი­კო­სის დალი ჩი­ტა­ლა­ძის 39 წლის ვაჟი, ის­ტო­რი­კო­სი ვახო სუ­თი­ძე დაჭ­რეს. უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი სუ­თი­ძეს თავს სახ­ლის სა­დარ­ბა­ზო­ში და­ეს­ხა და ცივი ია­რა­ღით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. მას მე­ცხრე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და და ახლა თავს კარ­გად გრძნობს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 1969 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი და ამ­ჟა­მად პი­რო­ბი­თი მსჯავ­რის ქვეს მყო­ფი დ.ს. უკვე და­ა­კა­ვა.
00:18 / 12.09.2019
 
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ტალინიდან პირველი პირდაპირი რეისი დღეს განხორციელდა. აქამდე ესტონეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ სრულდებოდა.
20:37 / 11.09.2019
 
ზაზა ურუშაძე საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მის მიმართვაშია ნათქვამი.„კოლეგებო, ბოლო დროს განვითარებული თქვენთვის კარგად ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარე, რამაც ჩემთვის მიუღებელი ფორმა მიიღო, გადავწყვიტე, რომ გადავდგე და დღეიდან ვტოვებ თანამდებობას. არანაირი სურვილი აღარ მაქვს, მონაწილეობა მივიღო იმ არაჯანსაღ პროცესებში, რომლებიც ბოლო დროს განვითარდა კინოაკადემიაში და პრინციპულად მიუღებელია ჩემთვის. ნათლად გავაცნობიერე, რომ ურთიერთდაპირისპირებისა და ინტრიგების ფონზე მოგებას ფასი აღარ აქვს.
19:16 / 11.09.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
×