საზოგადოება
თურქეთში დღეს მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა მეჰმეთ გიულიოღლუმ განაცხადა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ დენიზლიში, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
20:27 / 08.08.2019
 
თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე "საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს.
17:52 / 08.08.2019
 
video
აგვისტოს ომის ვიდეო და ფოტოქრონიკა.
16:27 / 08.08.2019
 
საქართველოს ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 100 მილიონი ლარის მოცულობის 5 წლიან სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ფინანსური რესურსი მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებას მოხმარდება. ინვესტიცია განხორციელებულია პროგრამის- „შესაძლებლობები მეწარმე ქალთათვის“ ფარგლებში, რომელიც არის IFC-ისა და Goldman Sachs Foundation-ის გლობალური ინიციატივა ქალ მეწარმეთა მხარდასაჭერად. პროგრამის ფარგლებში, სესხის 25% მეწარმე ქალთა საჭიროებისთვის არის განკუთვნილი. საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) ფინანსურ რესურსს ლარში დენომინირებული ევროობლაგაციების კერძო განთავსების მეშვეობით მოიზიდავს. ტრანზაქციას საქართველოს ბანკის ჯგუფის შვილობილი კომპანი Galt & Taggart-ი განახორციელებს.
15:31 / 08.08.2019
 
სამწუხაროდ, ჯერ ადამიანებს წაუყენეს ბრალი და შემდგომ დამიბარეს მე გამოკითხვაზე. ჩემი აზრით, ეს არის სრული იდიოტიზმი, - ამის შესახებ "ტვ პირველის" დამფუძნებელმა ვახტანგ წერეთელმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც მოსამართლის თანდასწრებით მისი დაკითხვა უნდა მოხდეს.
15:29 / 08.08.2019
 
13 აგვისტომდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 10 აგვისტომდე, დასავლეთ საქართველოში, მათ შორის შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა მაღლობში 27-29 გრადუსამდე, დასავლეთ საქართველოს დაბლობში კი 32-33 გრადუსამდე დათბება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ რაიონებში ტემპერატურის მატება 30-32 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
15:23 / 08.08.2019
 
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს კონკრეტული კომისია კონკრეტული შემადგენლობით, რომელიც მაშინდელ ვითარებას სწორად შეაფასებს" - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას ტვ პალიტრის გადაცემაში "360°.
მისი თქმით, არის კითხვები, რომელზე პასუხებიც დღემდე არ აქვს - გააჩინეს თუ არა მოსახლეობაში იმის განცდა, რომ მთავარი იყო დაწყება და დანარჩენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები დაასრულებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდნენ, ყველანაირი ძალა ეღონათ რომ არ წამოგებულიყვნენ პროვოკაციაზე? იმ დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები იძლეოდა თუ არა თუ არა იმის საბაბს, კონცერტი გაემართა წინა ხელისუფლებას დედაქალაქის ცენტრში?
13:16 / 08.08.2019
 
"რა სარგებელი ნახა ქვეყანამ ამ ომით და რა დანაკარგი განიცადა - უნდა გაკეთდეს შეფასება და ანალიზი. იქნებ შოთა უტიაშვილმა ჩვენზე უკეთესად იცის, რა ამოსუნთქვა იპოვა ქვეყანამ ამით? იქნებ სახელმწიფომ არ ამოისუნთქა და კონკრეტულმა პოლიტიკურმა გუნდმა ამოისუნთქა? - განაცხადა უმრავლესობის წევრმა კობა კობალაძემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შეფასებისას ტვ პალიტრის გადაცემაში "360°.
13:15 / 08.08.2019
 
„შეკითხვა ვინ დაიწყო ომი არ საჭიროებს სხვადასხვა პასუხს. რასაკვირველია, რუსეთმა და ბუნებრივია ბევრად უფრო ადრე! ჩვენ ომს ვერ დავიწყებდით ჩვენივე ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ საბრძოლო მოქმედებებით მოვახდინეთ ომის პროვოცირება. საბრძოლო მოქმედებები დაიწყო სააკაშვილმა, რაც იყო პროვოკაცია!“ - აცხადებს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გაზეთ „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
13:12 / 08.08.2019
 
"ნაცმოძრაობა" დღესაც რევანშისთვის იბრძვის და ცდილობს ამ თემაზე ტაბუების დადებით დამალოს სიმართლე" - აცხადებს გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
13:10 / 08.08.2019
 
კალენდარი
×