საზოგადოება
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება ქართველმა ერმა არ უნდა დაუშვას და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.
„არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არცერთ კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში ზუსტად ისე, როგორც გასულ წელს ე.წ პრაიდი აღვკვეთეთ. ყველას, ვინც შეურაცხყოფილნი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩვენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესის ნგრევის,“ - განაცხადა ვასაძემ ვიდეომიმართვაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.
10:07 / 08.11.2019
 
ჩრდილოეთ ირანში დღეს დილით მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 4 და დაშავდა 70 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
09:59 / 08.11.2019
 
ბა­თუმ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 23 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. იგი კი­რო­ვი­სა და ბე­სი­კის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ში სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ახორ­ცი­ე­ლებ­და, რა დრო­საც მე­ა­თე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. გარ­დაც­ვლი­ლი 23 წლის ანრი მა­ხა­რობ­ლი­ძეა, რო­მე­ლიც ლა­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მა­მა­თი­დან იყო.
23:57 / 07.11.2019
 
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან, დაუფასოებელი სახით იკრძალება ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს) რეალიზაცია და მიწოდება.
23:49 / 07.11.2019
 
სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ სკან­და­ლურ პრო­ცე­სებს რუ­სუ­ლი მე­დია ეხ­მა­უ­რე­ბა. სი­ნო­დის სხდო­მის შემ­დეგ მომ­ხდარ მოვ­ლე­ნებ­ზე არა­ერ­თი რუ­სუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-გა­მო­ცე­მა წერს.
23:27 / 07.11.2019
 
ასე მიმართავს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი მამა შალვა კეკელიძეს და თან იმ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სასულიერო პირი “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრობს.
22:52 / 07.11.2019
 
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ „რაინეარმა“ (Ryanair) ოპერირება დაიწყო. პირველი რეისი მარსელიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულდა.
22:20 / 07.11.2019
 
სასულიერო პირები მშობლებს მოუწოდებენ არ გაუშვან შვილები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებაზე. მათი თქმით, ეს არის გარყვნილების პროპაგანდა. შესაბამისად ფილმის ჩვენების საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქციები არის კარგი და თავადაც აპირებენ მონაწილეობის მიღებას საპროტესტო გამოსვლებში. მამაოები მედიას და მთავრობასაც მოუწოდებენ ხელი არ შეუწყონ გარყვინილებას.
20:15 / 07.11.2019
 
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ სხვადასხვა ცოდვის გამო, საპატრიარქოს მხრიდან არაერთი საეკლესიო პირია დასჯილი და განკვეთილი.
19:58 / 07.11.2019
 
თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან ყოველკვირეული ავიარეისები დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, სოსო ქარუმაშვილმა განუცხადა.
19:33 / 07.11.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
×