საზოგადოება
ბიზნესმენი ლაშა ქორიძე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებას ეხება, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
10:32 / 12.08.2019
 
ხანძარი იყო გლდანის პირველ მიკრორაიონში. ცეცხლი ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე, საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
10:21 / 12.08.2019
 
თბილისში მიმდინარე ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე საქართველოს 17-წლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა დღეს პირველი მატჩი გამართა და რუმინეთის ნაკრები დაამარცხა.
10:16 / 12.08.2019
 
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებულ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 60 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა და ის ძლიერ დაზიანებული იყო. დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის აღნიშნული მილსადენი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს წარმოადგენს.
14:06 / 10.08.2019
 
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საფეხბურთო სტადიონზე, გორის ,,დილასა" და თბილისის ,,ლოკომოტივს" შორის მიმდინარე მატჩის დროს, 40 წლის ქალს გულის შეტევა დაემართა. გულშემატკივარი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
20:21 / 11.08.2019
 
პროკურატურას რეალურად არ აინტერესებს საქმეში გარკვევა, ჯერ იღებს გადაწყვეტილებას და ასრულებს დაკვეთას, შემდგომში შეეცდება, რომ "გააპრავოს" ეს გადაწყვეტილება, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
18:53 / 11.08.2019
 
დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
13:55 / 11.08.2019
 
წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, წარსულზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა - არა. ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთისწყალობა შემოგვრჩა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
13:44 / 11.08.2019
 
აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამის შესახებგარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განაცხადა.
13:37 / 11.08.2019
 
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.4 მაგნიტუდა შეადგინა.
09:40 / 11.08.2019
 
კალენდარი
×