საზოგადოება
ილიას უნივერსიტეტის "ბიზნეს სკოლის" სტუდენტები პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.
00:47 / 16.02.2019
 
დეკანოზი გიორგი მამალაძე ცოტა ხნის წინ ღუდუშაურის კლინიკაში მიიყვანეს. პენიტენციური სამსახურის ცნობით, მას ჰიპერტონული კრიზი აქვს.
00:31 / 16.02.2019
 
ცხოველისა და ფრინველის მიმართ სასტიკ და არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით სანქციები იზრდება.
00:13 / 16.02.2019
 
ლეგენდარულმა გერმანელმა პილოტმა მიხაელ შუმახერმა თავისი 50 წლის იუბილე კუნძულ მალიორკაზე აღნიშნა.
00:07 / 16.02.2019
 
ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 თებერვალს, კვირას, დილის 10:00-დან 12:00 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ დედაქალაქის მერია ავრცელებს.
23:54 / 15.02.2019
 
დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს ოჯახების შექმნაში დაეხმარება, უკვე დაფუძნებულია.
23:43 / 15.02.2019
 
სოფლის საერთო კრების საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დასრულდა. პროგრამის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 67 სოფელში საერთო კრება გაიმართა, სადაც მოსახლეობის მიერ დასახელდა ის პრიორიტეტები, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოხდება.
18:37 / 15.02.2019
 

შარტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ მშენებლობაზე, ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

18:29 / 15.02.2019
 
მამა დავით გარეჯელის მონასტრის მღვდელმსახურის მამა გიორგი ფირცხელანის ინიციატივით, მთავრობისა და პარლამენტის დახმარებით, ეკლესიის, როგორც მედიატორის ფუნქცია უნდა გაიზარდოს ოჯახში ძალადობის საკითხებში.ამის შესახებ მან პორტალ კვირას პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სასულიერო პირის თქმით, ინიციატივის საფუძველია, სამართალდამცავები კარგად გაერკვნენ, რა არის კონფლიქტი და რა არის ძალადობა.
18:27 / 15.02.2019
 
ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება ტატო ახალკაციშვილის პერსონალური გამოფენით «ხავერდის მზე», რომელიც დღეს გაიხსნება. გამოფენაზე, რომელიც 5 მაისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება არტისტის მიერ უნიკალური ტექნიკით შექმნილი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფერწერული ტილოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. ტატო ახალკაციშვილის შემოქმედებითი გზა მუდმივი კვლევის პროცესია, რომელიც ზეგავლენას ახდენს აწმყოზე, სადაც ეს სამყარო და მასთან დაკავშირებული მოვლენები რეალობის საზღვრებს სცდებიან და მიუღწევადი დროითი სისტემის არეალში ექცევიან.
17:19 / 15.02.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
×