საზოგადოება
აზერბაიჯანულ მხარესთან გრძელდება მოლაპარაკებები, იმედი გვაქვს, საქართველოს ინტერესები სრულად იქნება დაცული, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დავით გარეჯთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
00:32 / 24.05.2019
 
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა. მას ბრალი უკვე წაუყენეს, თუმცა შესაძლოა პოლიციამ ჩვილის მამაც დააკავოს.
23:21 / 23.05.2019
 
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე საზღვართან აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივმა გიდმა ზვიად ანანიაშვილმა განუცხადა, აზერბაიჯანულ მხარეს ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით, ფერდობზე გზა დაახლოებით 2 დღეა უკვე, რაც გაჰყავს.
18:34 / 23.05.2019
 
7 თვის ბავშვის მკვლელობის საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით ყველა საჭირო ექსპერტიზა კანონით დადგენილ ვადებში ჩატარდება, მათ შორის ექსპერტიზა ჩატარდება 7 თვის ბავშვის მკლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც.
18:31 / 23.05.2019
 
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი, დავით ლორთქიფანიძე და "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე, ნიკოლოზ ქურდიანი 24 მაისს, 13:00 საათზე თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას "თიბისი" ავრცელებს.
18:29 / 23.05.2019
 
მოკლული 7 თვის ბავშვის მამა პირველ კომენტარს აკეთებს. მიხეილ დვალიშვილი "იმედთან" საუბარში მომხდარის წინა საღამოს და იმ დილას იხსენებს, როდესაც ბავშვი გარდაცვლილი ნახა:
18:15 / 23.05.2019
 
საქართველოს პირველად ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დირექტორი – ბატონი რობერტ რედფილდი დელეგაციასთან ერთად. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს პრესსამსახური ავრცელებს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობა ჯანდაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბიოსამედიცინო, ფუნდამენტური და გამოყენებითი სიცოცხლის მეცნიერებები განვითარების მიმართულებით, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან დაიწყო.
15:22 / 23.05.2019
 
ბათუმის საკრებულოში "ქართული ოცნების" დეპუტატი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ომარ მახარაძე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით მისი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.
15:03 / 23.05.2019
 
დიდუბის რაიონის გამგეობამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი 14 მისამართზე განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხუთ მისამართზე ამორტიზებული წყალარინებისა და წყლის ქსელის რეაბილიტაცია მოახდინა. დიღმის მასივის მე-6 კვარტლის მე-9 კორპუსსა და ქურდიანის ქუჩის N7-ში კი დაზიანებული კიბეები აღდგა.
14:36 / 23.05.2019
 
"შალვა შავგულიძე გირგვლიანის და მოლაშვილის მკვლელების სახეს წარმოადგენს" - ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ განაცხადა. სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე, ხაინდრავამ "ევროპული საქართველოს" მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გირგვლიანის და მოლაშვილის მკვლელების ინტერესების ტარებაში დაადანაშაულა და განმარტა, რომ ყოფილ მთავრობასთან კონფლიქტი, სწორედ ამის გამო მოუვიდა.
14:05 / 23.05.2019
 
კალენდარი
×