საზოგადოება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ ერთ კანდიდატთან, თეა ძიმისტარიშვილთან გასაუბრებისას ხმაური იყო.
13:53 / 14.08.2019
 
6 თვის განმავლობაში თბილისის ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურებაზე 38 მლნ 722,3 ათასი ლარი დიხარჯა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3 მლნ 597 ათასი ლარით აღემატება, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
13:37 / 14.08.2019
 
თბილისის ბიუჯეტში მიმდინარე წლის 6 თვეში, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის გამოწერილი ჯარიმებიდან 18 მილიონ 910.6 ათასი ლარი შევიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება,- ამის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.
13:35 / 14.08.2019
 
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 27 წელი გავიდა.
11:52 / 14.08.2019
 
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა 14 აგვისტოს 11:00-დან 16:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ავრცელებს.
22:19 / 13.08.2019
 
საქართველოს ბანკმა ვაჭრობის დაფინანსებისთვის Citi-სგან 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია საქართველოს ბანკსა და Citi-ს შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმების Continuing Agreement for Reimbursement of Trade Advances (CARTA)-ს ფარგლებში შედგა და მხარეებს შორის მესამე წარმატებულ გარიგებას წარმოადგენს.
19:13 / 13.08.2019
 
video
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა, - ამის შესახებ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.
17:49 / 13.08.2019
 
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემა გაიხსნა. სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, მათ შორის, დღეის მდგომარეობით პატიმრობაში იმყოფება 38 პირი. ამ ეტაპისთვის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უწყებამ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე თანხების თაღლითურად მითვისების მცდელობა.
17:15 / 13.08.2019
 
ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის შესაბამიასად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთაშორისო პრაქტიკაც აჩენებს, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველ ასეთ ფაქტზე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გოგიტა ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც უწყებამ გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. მისი თქმით, ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი ერთის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთან, აჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
17:07 / 13.08.2019
 
ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance „თიბისი ბანკის“ ფიზიკური პირების ციფრული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ აღიარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, გარდა ამისა, თიბისიმ ჯილდო კიდევ ორ ქვეკატეგორიაში მიიღო - საუკეთესო მობაილბანკისთვის და მობაილბანკის საუკეთესო აპლიკაციისთვის.
16:13 / 13.08.2019
 
კალენდარი
×