დამწვრობის ცენტრში ლეღვის ფოთლების ნახარშით სხეულის დამწვრობით 62 და 21 წლის ასაკის ქალბატონებს მკურნალობენ.
როგორც „ინფო 9“-ს დამწვრობის ცენტრის ხელძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტები თბილისის მცხოვრებნი არიან.
ქაშიბაძის თქმით, 62 წლის ქალბატონს სხეულის 16 პროცენტი აქვს დამწვარი, ხოლო 21 წლის გოგონას - 60 პროცენტი. ორივე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
წელს ეს ლეღვის ფოთლების ნახარშით სხეულის დამწვრობის პირველი შემთხვევაა.