მარინა ბერიძე: ნიკას წირავდა ის ბიჭი, არ ვიცი, რატი იყო, შმატი იყო, „გრეჩიხას“ შვილი იყო
კატეგორიის სხვა სიახლეები
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე
16:49 / 19.06.2018
თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოიხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაუდასტურა.

მისი თქმით, უამინდობისა და ცუდი ხილვადობის გამო, უღელტეხილზე მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული.

"ამჟამად გზა თავისუფალია, სავალ ნაწილზე ხევებისა და ქვა-ღორღის ჩამოტანა არ მომხდარა", – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუშინ საღამოს შეიზღუდა.
10:30 / 19.06.2018
ძლიერმა წვიმამ წუხელ, დედაქალაქის გარდა პრობლემები რეგიონებშიც შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად დუშეთის რაიონში ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა.
10:26 / 19.06.2018
"საქართველოს რკინიგზის" განცხადებით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ზესტაფონის სარკინიგზო უბანზე გაითიშა მაღალი ძაბვა.

როგორც "საქართველოს რკინიგზაში" განმარტავენ, ამის გამო მატარებლების #804 თბილისი-ბათუმი, #869 ზუგდიდი-თბილისი და #871 ფოთი-თბილისი მოძრაობა შეფერხდა.

"საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს უხდის მგზავრებს შეფერხების გამო.
10:21 / 19.06.2018
გეგმური სარეაბილიტაციო- პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 19 ივნისს, ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება.
10:02 / 19.06.2018
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას 19 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილორივ) და სარაჯიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
10:01 / 19.06.2018
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
10:00 / 19.06.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, გიორგიწმინდას დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც შემოვლითი გზის გაწმენდის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს.
09:58 / 19.06.2018
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც 21 ივნისს, წმინდა სინოდის სხდომაზე შესაძლოა, განიხილონ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განუცხადა, განსახილველი საკითხები წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამდე მღვდელმთავრებისთვის წინასწარ არ არის ცნობილი, თუმცა იგი არ გამოიცხავს, რომ ერთ–ერთ საკითხად სხდომაზე მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით მიღებული ინფორმაციის გაცნობა იყოს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილი სხვა ადგილობრივ ეკლესიათა შორის, ე.წ. დიპტიხში. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მსოფლიო საპატრიარქოს ორი მიტროპოლიტის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის დროს ეს საკითხიც დაისვა.
09:36 / 19.06.2018
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით წვიმა- ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი.
მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
09:28 / 19.06.2018
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1