
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ცენტრის 2017 წლის პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესს უჭირავს, რომელიც ცენტრთან ერთად, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას მოიაზრებს.
მომსახურების მიმწოდებელი შესაძლებელია იყოს: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ან დაწესებულებათა ქსელი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, საგნობრივი და პროფესიული ასოციაციები, ასევე, კონკურსის პირობებთან შესაბამისობაში მყოფი სხვა იურიდიული პირები.
რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ვებგვერდზე მიმდინარეობს.