სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 21 მარტს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს
ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა საბურთალოს რაიონში დელისი 3, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
შუქი 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ნაძალადევის რაიონში თბილისის ზღვის და მუხრანის ქუჩის მაცხოვრებლებს, სამგორის რაიონში კი, ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ მაცხოვრებლებს გაეთიშება.
10:00-დან 17:00 საათამდე ენერგომომარაგება გლდანის რაიონში სოფ. გლდანის, ნუშის და ავშნის ქუჩების აბონენტებს არ მიეწოდება.
შეზღუდვა შეეხება ჩუღურეთის რაიონსაც, კერძოდ, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს გაეთიშებათ ელექტროენერგია.
„თელასის“ ინფორმაციით, ვაკის რაიონში შუქი 12:00 საათიდან 14:00 საათამდე დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს გაეთიშება.
ელექტროენერგიის მიწოდება 14:00 საათიდან 15:00 საათამდე ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებსაც შეეზღუდება.
სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.