„სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს
„სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს
კატეგორიის სხვა სიახლეები
ეს არიან ადამიანები, რომლებსაც არაფრად მიაჩნიათ ზაზა სარალიძისა და მაჩალიკაშვილის ტრაგედია, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ბუტა რობაქიძის საქმის დღევანდელ პროცესს და აღნიშნა, რომ სამწუხარო ფაქტია, როცა რობაქიძის მშობლები ზაზა სარალიძის მიმართ არ არიან სოლიდარულები და მას "ნაციონალური მოძრაობის" წევრად იხსენიებენ.
20:34 / 18.12.2018
18 დეკემბერი, 2018- საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი 'Mელიორა 2018'!-ის ჯილდოები დაიმსახურა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად გაიმართა და პირველივე ჯერზე საქართველოს ბანკმა ორი ჯილდო მიიღო. საქართველოს ბანკი ჩშღ -ის სფეროში განხორციელებული საინტერესო ინიციატივებისთვის დაჯილდოვდა კატეგორიაში "მწვანე ინიციატივა" აპლიკაციისთვის "გზად". დამგზავრების აპლიკაცია ავტომობილების გამონაბოლქვით გარემოს დაბინძურების შემცირებისა და თბილისში არსებული საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით საქართველოს ბანკის თანამშრომლებისთვის შეიქმნა. გზად აპლიკაცია კოლეგებს გარემოზე ზრუნვის, პერიოდულად მანქანის სახლში დატოვებისა და ერთად კომფორტულად მგზავრობოს შესაძლებლობას აძლევს, რაც მოძრაობის განტვირთვაზეც პოზიტიურად აისახება. ასევე, საქართველოს ბანკს ჩშღ -ის შესახებ წარმოებული კომუნიკაციისთვის სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. ჩშღ-ის სფეროში განხორციელებული შთამბეჭდავი ინიციატივებისათვის კი მადლობის სიგელი მიიღო.
16:56 / 18.12.2018
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტარნსპორტის მოძრაობა აღდგა.
16:52 / 18.12.2018
გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გულია გოცირიძის შუამდგომლობით, გლდანის ,,ა" მ/რ-ის ტერიტორიაზე ტაძრის ასაშენებლად მიწა გამოიყო.
16:46 / 18.12.2018
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 17-18 დეკემბერის საჯარო სხდომებზე დღის წესრიგებით გათვალისწინებული 152 საკითხი განიხილა. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და სს „თელასს“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, სს „საქორგგაზს“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის არსებულ დავებს. მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, ხანდაზმულ დავალიანებებს, დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე.
კომისიის გადაწყვეტილებებით მოქალაქეთა სასარგებლოდ ჩამოწერილი თანხების ოდენობამ ჯამში 113 484 ლარი შეადგინა.
12:31 / 18.12.2018

თიბისის ახალი სათავო ოფისის სამშენებლო სამუშაოები იწყება. „თბილისის ბიზნესცენტრის“ მშენებლობას 17 დეკემბერს, ბანკის 26-ე იუბილეზე საფუძველი თიბისი ჯგუფის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ და ბანკის წარმომადგენელებმა ჩაუყარეს. ღონისძიება ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადგილზე გაიმართა, სადაც ახალი სათავო ოფისი და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაშენდება.

18:25 / 17.12.2018
17 დეკემბერს „ვისოლ ჯგუფმა“ გუდაურში სამოყვარულო წყვილთა რბოლას უმასპინძლა, რომელშიც „ვისოლ ჯგუფის თასის“ მოგებისა და მიმზიდველი პრიზების მისაღებად ოთხივე ამძრავი თვლით აღჭურვილი (4WD) ავტომობილის მძღოლები იბრძოდნენ. სანახაორბრივ რბოლაში პირველ ადგილზე გასულ ზვიად დვალიშვილს „ვიანორისგან“ „ნოკიანის“ პრემიუმ ხარისხის, მსოფლიოში ცნობილი ზამთრის საბურავების სრული კომპლექტი და „ვისოლისგან“ 200 ლიტრი საწვავი ერგო, მეორე ადგილზე გასულმა შაკო ციხელაშვილმა „ვისოლისგან“ 200 ლიტრ საწვავი და „ვიანორისგან“ ფრანგული „ტოტალის“ საავტომიბილო ზეთი მიიღო, მესამე ადგილზე გასულ დავით აბულაძეს კი 100 ლიტრი საწვავი და „ტოტალის“ საავტომობილო ზეთი გადაეცა.
18:07 / 17.12.2018
ცნობილია, რომ ქართული საგალობელი ქართული ხალხური სიმღერის განუყოფელი ნაწილია. ქართული ხალხური სიმღერა და ქართული ტრადიციული გალობა მსოფლიომაც აღიარა. ეს არის მიმართულება, რომლის გარეშეც ქართული კულტურა წარმოუდგენელია. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში სწორედ, ამ მიმართულების გასაძლიერებლად გალობის სანოტო ჩანაწერები გაციფრდა.
14:03 / 17.12.2018
ლატვიის დედაქალაქ რიგაში, სს "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ და ლატვიის რკინიგზის პრეზიდენტმა ედვინს ბერძინსმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
14:01 / 17.12.2018
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ქალწულის, ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. წმინდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა და მდიდარი წარმართის ერთადერთი ქალიშვილი იყო. მისი მამა – დიოსკორე კერპებს სცემდა თაყვანს. ქრისტიანად მონათვლის შემდეგ, ბარბარემ ღვთის წინაშე ქალწულობის აღთქმა დადო, რომ თავს ღმერთს შესწირავდა.
11:09 / 17.12.2018
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456