მეტროპოლიტენის ინფორმაციით, მეტროში შეფერხება არ არის, თუმცა მგზავრთა ნაკადი მომატებულია
მეტროპოლიტენის ინფორმაციით, მეტროში შეფერხება არ არის, თუმცა მგზავრთა ნაკადი მომატებულია
კატეგორიის სხვა სიახლეები
2 წლის ბიჭი ღრმა კომაშია, მას თავის ქალის მძიმე ტრავმა აქვს მიღებული, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ექიმები მისი გადარჩენისთვის იბრძვიან, - მოზარდს, რომელსაც მეტროსადგურ გოცირიძესთან სამგზავრო მატარებელი დაეჯახა, ყურსასმენები ჰქონდა გაკეთებული და მატარებლის სიგნალის ხმა ვერ გაიგონა.
22:50 / 21.10.2019
20 ოქტომბრის საღამოს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა - ბესიკ (ბესო) არღვლიანმა ცივი იარაღით ძმა მოკლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ძმები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მოკლული მამაკაცი – ლაშა არღვლიანი ცხუმარში ფიზიკა-მათემატიკის პედაგოგი იყო. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, ამოღებულია დანაშაულის იარაღიც.
22:40 / 21.10.2019
უკრაინული ავიაკომპანია „იანეარი“ საახალწლოდ საქართველოსა და უკრაინას შორის 12 დამატებით რეისს შეასრულებს.
22:34 / 21.10.2019
გორის მუნიციპალიტეტში, წეროსხევის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რესტავრაცია დასრულდა.
22:23 / 21.10.2019
„გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა“, - ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების თქმით, მოსახლეობას გაზმომარაგება სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგება:
21:57 / 21.10.2019
21-22 ოქტომბერს, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართა.
18:01 / 21.10.2019
12 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც თბილისში მატარებელი დაეჯახა, მძიმეა.
17:54 / 21.10.2019
მეტროსადგურ „გოცირიძეზე“, მოზარდს მატარებელი დაეჯახა. მომხდარის შედეგად მოზარდი დაშავდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
16:51 / 21.10.2019
ცეკვა “განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაადასტურეს.
15:41 / 21.10.2019
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურმა ობსერვატორიამ NASA Space Apps Challenge Abastumani-ს უმასპინძლა. 18-20 ოქტომბერს გამართული ჰაკათონის მთავარი მიზანი იყო ისეთ ინოვაციურ თემებზე მუშაობა, რომელიც მიმართულია კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატიკის მოგვარებისკენ. მაგალითად, როგორიცაა გლობალური დათბობა და მისი მავნე შედეგები, ოკეანის გასუფთავება მავნე ნივთიერებებისა და ნაგვისგან, მთვარის მტვრის იდენტიფიცირება და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების მექანიზმები და ა.შ. ჰაკათონის ფარგლებში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში გამართული Space Apps Challenge-ის მონაწილეებს, საქართველოშიც ჰქონდათ ხუთი სამუშაო თემა: ოკეანეები, მთვარე, მზის სისტემის პლანეტები და ეგზოპლანეტები, გზა დედამიწიდან ვარსკვლავებისკენ, ცხოვრება ჩვენს სამყაროში. თემის არჩევის შემდეგ, მონაწილეებმა 48 საათის განმავლობაში იმუშავეს ისეთ პროექტებზე როგორიცაა: ღია ოკეანეში ინტერნეტთან წვდომის პრობლემის გადაჭრა, ვიდეოთამაშის მოფიქრება კოსმოსური ნარჩენების შესაგროვებლად; ციფრული გლობუსის ვებაპლიკაციის შექმნა, რომელიც დედამიწის სამეცნიერო მონაცემების ვიზუალიზაციას NASA-ს Web WorldWind-ის გამოყენებით შეძლებს და სხვა.
13:54 / 21.10.2019
კალენდარი
×