ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“თავისუფლები არიან აქტივისტები, მათ შორის ჩვენი პარტიის “კანონი და სამართალის” წევრი ორი ბიჭი მცხეთის საავადმყოფოში დაიტოვეს (ტვინის შერყევით) – ხელისუფლება, რომ კონტრ-პროტესტს წამოიწყებს, ის ხელისუფლება “ჩამთავრებულია” – ახალგაზრდებს, რომ დაუპირისპირდები კონტრ- ტიტუშკებით – (რომლებიც, მხოლოდ ჯანმრთელ საარჩევნო გარემოს ითხოვენ 21-ე საუკუნეში) ჯანმრთელი არ ხარ! ქალაქში მანიაკია!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის სამაჟორიტარო ბიუროსთან მოძრაობა “გაბედეს” აქციაზე დაირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის. შსს-მ 7 პირი დააკავა. არიან დაშავებულებიც.