ლიტერატორი თორნიკე ჭელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"დღეს, შეიძლება გამომრჩა, ორ-სამ ტელეარხზე ვუყურე საინფორმაციო გადაცემებს. ძალიან ბევრი სხვადასხვა კუთხით გაშუქებული სიუჟეტი იყო 51-ე სკოლის ამბებზე, თუმცა არცერთი სიუჟეტი მინახავს გუშინწინ სოფელ ოფშკვითში მოკლულ 17 წლის ბიჭის ამბავზე. ვერც პოსტები ვნახე ამ ამბავზე, მიუხედავად იმის, რო სოც. ქსელში შემოსვლა აღარ მინდა ამდენი მძიმე პოსტის გამო. განათლების სამინისტროს ოფიციალურ ფბ გვერდს რამდენიმე პოსტი აქვს 51-ე სკოლის ამბავზე და არცერთი ოფშკვითში მომხდარ მსგავს საშინელებაზე. შედით ოფიციალურ გვერდზე და ნახეთ. რამდენიმე პოსტი თბილისის ამბავზე და არცერთი ოფშკვითზე. და სამინისტროა რო კითხო. სახელმწიფოებრივად ფიქრობენ. არადა ტელეშოუა და მეტი არაფერი. სამინისტროც კი ხალხის დაკვეთით მუშოაბს. არი პური და სანახაობაა? მაშინ იქაა. არ არი პური და სანახაობა? მაშინ იქ არაა. მერე რა თუ იქაც ბავშვი მოკლეს. მერე რა?
ეს ბიჭი, როგორც გამოძიება ამბობს, მოკლა 1999 წელს დაბადებულმა (მგონი თანაკლასელმა). სოფლის მოსწახლეობის თქმით, რამდენიმე თანასკოლელმა გაიყვანა სასაუბროდ სასაფლაოებისკენ, იქ ეჭვმიტანილმა გულში ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შემდეგ კი ყველამ - ამ თანასკოლელებმა უკვე მომაკვდავი, ან უკვე გარდაცვლილი წამოიღეს და ეკლესიასთან ახლოს ქვასთან მიაგდეს.
არანაკლებ უბედურება დანაშაულია, ვიდრე თბილისში მოხდა. ვინ გაზომავს ეხლა მწუხარებას ან ა.შ. რა სისულელეა. უბრალოდ სხვა რამეს ვამბობ. ნეტა, ოფშკვითში თუ დგას საპატრულო პოლიცია სკოლასთან, ან იქ თუ აანთეს სანთლები და მიიტანეს ყვავილები, ან ოდესმე ამ ამბავზე იტყვიან თუ არა კიდევ რამეს (მაგ. რა სტატუსით არიან ხვა ამ საქმეში გარეული პირები) და ა.შ.
იქამდე, ვიდრე თუნდაც ჩვენს ტელევიზიებში, ჩვენს საზოგადოებაში, ხელისუფლების გადანაწილების შტოებში დასაქმებულ ადამიანებში იქნება გეოგრაფიული ფაშიზმი, ვიდრე მარტო თბილისს გაწვდება ჩვენი თვალსაწიერი, სისულელეა ვისაურობთ განათლების საკითხებზე და ჰუმანისტურ იდეებზე.
ის ობშკვითელი ბიჭიც 17 წლის იყო. არასრულწლოვანი. მასაც ჰქონდა იმედები, ოცნებები, გეგმები. ისიც სულ უბრალოდ გახდა არაადამიანურობის მსხვერპლი.
და თუ ეს თბილისელი ბიჭები არიან ჩვენს ტვინში მთელი დღეებია, არც ოფშკვითელი ბიჭი უნდა დარჩეს მხოლოდ სახალხო დამცველის წლიური მოხსენების ანგარიშის ფურცლებზე.
და ეს ყველაფერი იმის ბრალია, რო სახელმწიფოებრიობის შეგრძნება არ არსებობს მოქალაქეობრივ დონეზე. ე.წ. სამოქალაქო საზოგადოებაც კი ბრმა და ყრუა ამ მხრივ. და ფაქტია, რომ თბილისის ყველა ტიპის ამბავი უფრო მეტად აღქმადია ქვეყანაში, ვიდრე რაიონში, რეგიონში, სოფელში თუ დაბაში მომხდარი მსგავსი ან უფრო დიდი უბედურება, ბედნიერება და ა.შ. საბოლოოდ, გამოდის რო ჩვენც კი, ვინც აბსოლუტურად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს მიმდინარე მოვლენებთან, დაახლოებით მსგავსი ადამიანები ვართ შინაგანი ღირებულებებით. თბილისს, თბილისის ფსევდო კოლოტირულ-პრიორიტეტულობას მიჯაჭვულები, რეგიონებთან შედარებითობის საკითხში. აქ რომ მთელი სამინისტროების მაღალჩინოსნები, მინისტრები, მოადგილეები იყვნენ მისული შემთხვევის ადგილზე, საავადმყოფოში, იქ ნეტა ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსი მაინც თუ მივიდა.
და საერთოდ ვერ მჯერა იმ მასწავლებლების, უფლებადამცველების, უბრალო ადამიანების, ვინც ჩემსავთ ააჭრელა თავისი ფბ გვერდი თბილისში მომხდარი ამბით. წერა, რო ღამე არ უძინია ამის გაგების მერე და ა.შ. და ა.შ. და მოისმინა ობშკვითის ამბავი და ოჰ, ეგ არაფერი. სადღაც ობშკვითია. მერე რა. მოკლეს, მოკლეს. წადი გაიგე ეხლა ჯერ ობშკვითი სადაა. თუ ძმა ხარ..
არადა, სახლიდან გაიყვანეს ის ბიჭი. სახლიდან. წაიყვანეს სასაფლაოზე სალაპარაკოდ. არც აცადეს რამე, მაშინვე გულში ჩაარტეს დანა. მერე თანასკოლებებლმა წამოიღეს მომაკვდავი და ქვაზე მიაგდეს ეკლესიასთან და სასაფლაოებთან. 17 წლის ბიჭი. ისიც ჩვენი თანამოქალაქე. ისიც სავსე გეგმებით, იმედებით, ოცნებებით. აი, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. და ვისაც დაავიწყდა, ვინც გეოგრაფიული ფაშიზმის მონაა, სულ რო ზეპირად იცოდეს ბავშვთა უფლებების კონვენცია და რუსოს და მონტესკიეს ტექსტები, იგივე შეგნების ადამიანია შინაგანად, დანის დამრტყმელი, დარტყმის დროს მსხვერპლის გამკავებელი, ქვასთან მიმგდები და მერე ჯოკრის სათამაშოდ წასული," წერს თორნიკე ჭელიძე.