მარტივად მოსამზადებელი არომატული შემწვარი
კარტოფილი.
შემადგენლობა:
• 900 გრ. წითელი კარტოფილი
• 1/4 ჭიქა გამდნარი კარაქი
• 2 ჩ/კ დაკეპილი ნიორი
• 1 ჩ/კ მარილი
• 1 ს/კ გახეხილი პარმეზანი
• 1 ცალი ლიმონის წვენი
მომზადების წესი:
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.
კარტოფილი სასურველი ფორმისა და ზომის ნაჭრებად დაჭერით და მოათავსეთ 20X20 სმ ზომის საცხობ ლანგარზე.
პატარა თასში აურიეთ გამდნარი კარაქი, ნიორი, მარილი და ლიმონის წვენი. მოასხით კარტოფილს და კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
დააფარეთ და აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით. შემდეგ აცხვეთ დაუფარებლად დარბილებამდე და გადაბრაწვამდე, დაახლოებით 10 წუთით.