მასმედია
"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი, პაატა სალია ადასტურებს, რომ მის ერთ-ერთ მოადგილედ შესაძლოა, ნინო შუბლაძე დაინიშნოს. ჟურნალისტის კითხვაზე, შუბლაძის მის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დაიწყება თუ არა სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, სალია ამბობს, რომ მოლაპარაკებები შუბლძესთან ამ დრომდე მიმდინარეობს.
16:17 / 20.08.2019
 
მელაძის და სხვების, მათ შორის, ლაფერაშვილის, ანჯაფარიძის, გაბუნიას გათავისუფლება გამოწვეულია იმ ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე, იმ ზარალიდან გამომდინარე, რაც კომპანიას მიადგა, - ამის შესახებ ტელეკომოპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
16:15 / 20.08.2019
 
"რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ განცხადება, გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მიზეზად პაატა სალიამ ინტერესთა კონფლიქტი დაასახელა.
15:50 / 20.08.2019
 
ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომლები - "ქრონიკის" ჟურნალისტები და იმედინეწს-ის რედაქტორები რუსეთ-საქართველოს ომზე ტელეკომპანიის ეთერით გასული ფილმის სულისკვეთებას არ იზიარებენ, რასაც "ფეისბუკზე" ფლეშმობით აპროტესტებენ.
13:44 / 15.08.2019
 
"ტვ პირველზე" კიბერშეტევა განხორციელდა. ამის შესახებ ნათქვამია "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
11:33 / 13.08.2019
 
"რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, "კურიერის" გუნდი "რუსთავი 2-ში" დარჩება მანამ, სანამ ტელევიზიაში სარედაქციო თავისუფლება იქნება შენარჩუნებული.
11:50 / 30.07.2019
 
„გადავწყვიტე, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო,“ - ამ განცხადებას სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აკეთებს.
14:25 / 26.07.2019
 
დღეს, 25 ივლისს, ევრონიუსმა და სილქნეტმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს საქართველოში "ევრონიუს საქართველოს" დაფუძნების თაობაზე. სილქნეტის ინფორმაციით, "ევრონიუს საქართველო" იქნება ახალი ქართულენოვანი საინფორმაციო არხი და ციფრული პლატფორმა.
16:21 / 25.07.2019
 
"იმედის" საინფორმაციო სამსახურს ამიერიდან ირაკლი ჩიხლაძე უხელმძღვანელებს. "პირისპირის" და "იმედის კვირის" წამყვანს ახალ ამპლუაში თანამშრომლებს დღეს წარუდგენენ.
14:40 / 25.07.2019
 
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სხვა ადგილიდან და სხვა ფორმატით ბრძოლას აანონსებს.
01:14 / 22.07.2019
 
კალენდარი
×