საფრანგეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც უქმე დღეებსა და არასამუშაო საათებში უფროსს თანამშრომელთან დარეკვა ეკრძალება.
კანონის მიხედვით, უფროსს არ აქვს უფლება თანამშრომელს დაურეკოს და შეაწუხოს უქმე დღეებში და არასამუშაო დროს.
ამის გარდა თანამშრომლებს აქვთ უფლება არ წაიკითხონ სამსახურის ელექტრონული ფოსტა.
ამ კანონის მიღების მთავარი ფაქტორი გახდა ის, რომ ფრანგმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ღამის საათებში და უქმე დღეებში სამსახურის საქმეები ადამიანში დიდ სტრესს იწვევს.
კიდევ ერთი ფაქტი საფრანგეთზე სამუშაო კვირის ხანგრძლივობა ფრანგული კანონის მიხედვით 35 საათის კვირაში.