ლეგენდარული ამერიკელი მომღერლის, მაიკლ ჯექსონის ნეშტს შესაძლოა ექსჰუმაცია ჩაუტარდეს. ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს. გავრცელებული ინფორმაციით, ექსჰუმაციას 11 ადამიანი ითხოვს. ისინი აცხადებენ, რომ ჯექსონის მხრიდან სექსუალურ შევიწროებას განიცდიდნენ.
გარდაცვლილი მომღერლის ოჯახის წევრები მათ სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ცხედრის ექსჰუმაციას არ დაუშვებენ.
თავად ჯექსონი ცხოვრების ბოლო წლებში ამ ბრალდებებს უარყოფდა. პოლიციამ ჯერ კიდევ 2003 წელს გამოძიების ფარგლებში ჩაატარა რეიდი ნევერლენდის რანჩოში. მაშინ პოლიცია ჯექსონის მიერ 13 წლის ბიჭზე შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტს იძიებდა.
საქმე სასამართლომდეც მივიდა და უეიდ რობსონი ერთ-ერთი მთავარი მოწმე იყო. მაშინ მან ნაფიცი მსაჯულების წინაშე თქვა, რომ ჯექსონს მასზე არასდროს უძალადია. შედეგად მომღერალს 2005 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.
ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.