სპორტი
თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, პოლონეთის 2019 წლის მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
02:03 / 15.07.2019
 
ქართველი სპორტსმენების პროტესტი – მას შემდეგ რაც 15 წლამდელმა წყალბურთელებმა რუსეთის გუნდი ანგარიშით 13:9 დაამარცხეს ფოტო გამოაქვეყნეს. წყალბურთელთა ნაკრების წევრებმა თვალზე ხელი აიფარეს.
01:58 / 07.07.2019
 
ზვიად გოგოჭურმა და რევაზ ჩიკოიძემ ოქროს მედლები მოიპოვეს, გიორგი გამჯაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი. აშშ-ის ინდიანას შტატის ქალაქ ფორტ-უეინში დასრულდა ძიუდოში უსინათლო სპორტსმენთა საერთაშორისო ფედერაციის (IBSA) ეგიდით მიმდინარე ტოკიო 2020 წლის პარაოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო შეჯიბრება.
11:15 / 05.07.2019
 
ქართველი მორაგბეები, რომლებსაც თბილისის აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის "სლავას" სარაგბო კლუბმა კონტრაქტი შეუწყვიტა, კვლავ კლუბში რჩებიან. ამის შესახებ ერთ-ერთი მორაგბე რეზი ბროძელი სოციალურ ქსელში წერს.
16:02 / 04.07.2019
 
გვითხრეს, რომ ეს რუსეთის შეურაცხყოფა იყო, - ამის შესახებ ქართველმა მორაგბემ განაცხადა, რომელსაც რუსეთში თბილისის აქციების სოლიდარობის გამოხატვისთვის კონტრაქტი შეუწყვიტეს.
15:32 / 03.07.2019
 
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მოთამაშე ორმა ქართველმა მორაგბემ, საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა მეტოქის ნახევარზე დადებული ლელო ცალ თვალზე ხელის აფარებით იზეიმეს. ამით ქართველმა მორაგბეებმა 20 ივნისს, აქციაზე დაშავებულებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
00:50 / 03.07.2019
 
ქართველმა სპორტსმენებმა რიგით მეორე ევროპული თამაშები 30 მედლით დაასრულეს.
22:23 / 30.06.2019
 
ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი შესაძლოა კლუბს დაუბრუნდეს. ამის შესახებ სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.
18:14 / 26.06.2019
 

აშშ-ში, ფორ ბენინგში მიმდინარე აშშ-ის თოფის და პისტოლეტის სროლის ნაციონალურ ჩემპიონატზე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სახელით მოასპარეზე ვლადიმერ ჭინჭარაულმა, თოფით პარა სროლის R4 კატეგორიაში, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

00:32 / 25.06.2019
 
ევროპის თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.
22:36 / 24.06.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
×