"ვიქტორია სიქრეტის" ტოპმოდელმა და კარდაშიანების ოჯახის წევრმა კენდალ ჯენერმა "ელენთან" შოუში ქართველი დიზაინერის დემნა გვასალიას ფირმის
Vetements-ის კაბა მოირგო. ამის შესახებ ჟურნალმა
Vogue-მა დაწერა.
კენდალი არ არის ოჯახის ერთი წევრი, რომელსაც გვასალიას მიერ შექმნილი სამოსი ეცვა. "ბალენსიაგას" სამოსით არაერთხელ გამოჩენილა კენდალის და კაილი ჯენერი და ასევე კიმ კარდაშიანი თავის შვილთან ერთად.