უცხოეთი
ბელგრადში მსუბუქი ავტომობილი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი მამაკაცი. ის ცნობილი სერბი წამყვანის, მარიჯან მიჩიჩის მამა, 63 წლის ნებოიშა მიჩიჩია.
19:23 / 16.10.2018
 
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში სამედიცინო მიზნით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველ მცენარეთა კულტივირებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NTV ავრცელებს.
18:56 / 15.10.2018
 
ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთთან კიბერომი მიმდინარეობს. ანკ ბეილევილდის თქმით, მთავრობა სპეცსამსახურების დაფინანსებას გაზრდის.
22:26 / 14.10.2018
 
ბავარიის არჩევნებში ანგელა მერკელის მოკავშირე ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა უმრავლესობა დაკარგა.
20:59 / 14.10.2018
 
აშშ-ს ირანში მმართველი რეჟიმის შეცვლა სურს, – ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გააკეთა. მისივე თქმით, ვაშინგტონი იყენებს ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ბერკეტებს, რათა კითხვის ქვეშ დააყენოს ირანის ხელისუფლების ლეგიტიმურობა.
18:57 / 14.10.2018
 
თურქეთში, იზმირის პროვინციაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
18:53 / 14.10.2018
 
სომხეთში ფრანკონფონიის სამიტის ფარგლებში მყოფ კანადის პრემიერს, ჯასტინ ტრუდოს სომხურმა დიზაინერულმა კომპანია Bრაინდ -მა სომხეთის დროშის ფერებში წინდები დაუმზადა.
16:07 / 14.10.2018
 
თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 18 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები. ავარია იზმირის პროვინციაში მოხდა.
11:20 / 14.10.2018
 
იემენში საუდის არაბეთის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშს ათი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ღეუტერს-ი ადგილობრივ მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.
19:27 / 13.10.2018
 
ავღანეთში ტერაქტის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.
19:25 / 13.10.2018
 
კალენდარი
×