უცხოეთი
ავსტრალიის ორ შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომაროება გამოაცხადეს. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ახალი სამხრეთ უელსისა და ქუინსლენდის შტატში „კატასტროფული მდგომარეობაა შექმნილი“.
13:43 / 11.11.2019
 
სომხეთში პარლამენტის შენობის სახურავი ნაწილობრივ დაიწვა. ხანძარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის სახლში გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი მალევე ეროვნული ასამბლეის შენობის სახურავზეც გავრცელდა.
01:41 / 10.11.2019
 
ნიდერლანდების პოლიცია ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტ „შიპჰოლში“ „საეჭვო სიტუაციას“ იძიებს. ამის შესახებ BBC წერს.
00:28 / 07.11.2019
 
ახალი კვლევის მიხედვით, გერმანიაში პაციენტებს ძალიან ხშირად უნიშნავენ მედიკამენტებს ან ოპერაციას, რომლის თავიდან არიდებაც შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
23:41 / 05.11.2019
 
რუსეთი ვალდებულებას თუ არ შეასრულებს, თურქეთი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ტერორისტებისგან გაწმენდს, – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკეთა.
00:10 / 27.10.2019
 
რუსეთში სამხედრო მოსამსახურემ სამხედრო პირები ჩაცხრილა. შედეგად, 8 ადგილზევე დაიღუპა, 2 კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით რუსული მედია ავრცელებს.
18:37 / 25.10.2019
 
"საერთაშორისო ამნისტიის" ინფორმაციით, ირანში ქურდობისთვის პირს თითები მოაჭრეს.
18:31 / 25.10.2019
 
ბარსელონაში მომიტინგეებმა საგრადა ფამილიას შესასვლელი გადაკეტეს. ტაძრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ დამთვალიერებლების უსაფრთხოებაზე პასუხს ვერ აგებს და ტაძარი დროებით დაკეტა.
16:32 / 18.10.2019
 
ავსტრიის პოლიციამ 25 წლის მამაკაცი დააკავა, რომელმაც საკურორტო ქალაქ კიცბიუელში ერთი ოჯახის წევრები დახოცა. უფრო კონკრეტულად, მან თავისი ყოფილი შეყვარებული, მამამისი, დედა, გოგოს ძმა და გოგოს ახალი შეყვარებული დახოცა.
17:13 / 06.10.2019
 
მოსკოვში, სმოლენსკის მოედანზე მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლს 10 სახანძრო აქრობდა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სარდაფში გაჩნდა და სავარაუდოდ ერთი ადამიანი დაშავდა.
00:50 / 06.10.2019
 
კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
×