ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა.
"მადლობას გიხდით ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, ისრაელის სახელმწიფო და ხალხი ყოველთვის თქვენი მადგლობელი იქნება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
თავის მხრივ თურქეთმა აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება დაგმო და თეთრი სახლის აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლო უწოდა.
"ვგმობთ აშშ-ის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო განცხადებას, რომელიც ჩვენ შევიტყვეთ დიდი შეშფოთებით, რომ აშშ იერუსალიმს აღიარებას ისრაელის დედაქალაქად და აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადააქვს", - აღნიშნულია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დიპლომატიურ უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს და გაერო-ს შესაბამის რეზოლუციებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თურქეთი პალესტინის ავტონომიის დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად მომავალშიც გამოვა და მოუწოდებს აშშ-ს, გადახედოს გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა, უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოიტანოს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა.
"დადგა დრო, ოფიციალურად ვაღიაროთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად”, – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
დონალდ ტრამპს თელავივში მდებარე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანა სურს.